ვიდეოკრიმინალისაქართველო

საქართველოში დააკავეს კაცი, რომელსაც აშშ-ში ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლი ეძებდა (ვიდეო)

საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად საქართველოში დააკავეს კაცი, რომელმაც აშშ-ში ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, „დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანის შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე“.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცრის, ჯეიმს ულინის თქმით, ძებნილი მამაკაცის დაკავება 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.

„ძებნილი პირის დაკავება 2-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის – რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გამოძიების ფედერალური ბიუროს, აშშ-ის მარშალთა სამსახურის და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. გაქცეული პირი წითელი ცირკულარით იძებნებოდა აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის. მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, მის დირექტორთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და კოლეგებთან გაგვაჩნია, რომლებიც აღნიშნული პირის ძებნისა და დაკავების ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა ჯეიმს ულინმა.

როგორც გაირკვა, ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2023 წლის აპრილში გადმოკვეთა, ანუ მანამ, სანამ მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა მიმდინარე წლის 27 ივლისს.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დაკავებული მამაკაცი პენიტენციარულ დაწესებულებაში იმყოფება და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close