მიგრაციაქართველები უცხოეთში

„ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90% სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ სპე­ცი­ა­ლურ ბმულს და და­რე­გის­ტრირ­დნენ“ – ლაშა ჟვანია

ჩვენი მოქალაქეების 90% საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ, – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, საელჩოსთვის საქართველოს მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში ლეგალური ან არალეგალური ყოფნა მნიშვნელოვანი არ არის.

მისი თქმით, რეგისტრაციისთვის საკმარისია საქართველოს პასპორტი და ფოტოსურათი.

„ჩვენი მოქალაქეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგნენ. ვინც ასეთ აღრიცხვაზე დგას, ჩვენ გვაქვს მათთან ტელეფონით წვდომა. ჩვენი მოქალაქეების 90% რეგისტრირებული არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ამიტომ მოვუწოდებთ მათ, ხვალ გამოვაქვეყნებთ სპეციალურ ბმულს და დარეგისტრირდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მარტივი წვდომა გვექნება მათთან.

რეგისტრაციისთვის საბუთის მოწესრიგება საჭირო არ არის. საკონსულოში რეგისტრაციისთვის საჭიროა საქართველოს პასპორტი, ფოტოსურათი. მისი ლეგალური ან არალეგალური ყოფნა ისრაელის სახელმწიფოში ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close