ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტებისპორტი

კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება – რას ედავებიან ლეგენდარულ ფეხბურთელს (ვიდეო)

საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს ირანის კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაძლოა 99 როზგი მიესაჯოს.

ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავი ირანში აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

19 სექტემბერს გამართული მატჩის წინ ოქროს ბურთის 5-გზის მფლობელი ფორვარდი ადგილობრივ მხატვარს ფა­ტი­მა ჰა­მიმს შეხვდა, რომელსაც თავისი დახატული კრიშტიანუს პორტრეტები ფეხბურთელისთვის უნდოდა ეჩუ­ქე­ბი­ნა. როგორც აღმოჩნდა, 85%-ით პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ირანელი მხატვარი ქალი რონალდუს უდი­დე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

კრიშტიანუმ ფატიმა ჰამიმს 7-ნომრიანი საფეხბურთო მა­ი­სუ­რი აჩუ­ქა თავისი ავ­ტოგ­რა­ფით, შემ­დეგ კი მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა ფო­ტოც გა­და­ი­ღო და მადლიერების ნიშნად თავზე აკოცა.

ჰამიმმა რონალდუსთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემი შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსთან. მადლობა ღმერთს ახდენილი ოცნებისთვის“.

სწო­რედ ამ „უკადრის საქციელს“ მოჰ­ყვა ირა­ნე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის აღ­შფო­თე­ბა.

ირანის კანონმდებლობით, თუ კაცი ქალის ქმარი არ არის, მასთან ჩახუტება მრუ­შო­ბის ტოლფასია, .

ირა­ნუ­ლი მე­დი­ის, Mundo Deportivo-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ად­ვო­კატ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა „ალ-ნას­რის“ ვარ­სკვლა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ „მრუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით“ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რონალდუს 99 როზგი ემუქრება.

Berliner Zeitung-ის ცნობით, რონალდუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა ეს შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ფორვარდი ისევ ჩავა ირანში.

რონალდუ საუდის არაბეთის ს„ალ-ნასრის“ რიგებს 2023 წლის 2 იანვარს შეუერთდა. კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, იგი წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close