ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 ოქტომბერი

9 ოქტობრიდან 13 ოქტომბრამდე მთვარე იკლებს, 14 ოქტომბერს კი ახალმთვარეობაა. ამ დღეს მოსალოდნელია ენერგიის კლება და აპათია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ხომ თვითონვე ვაშენებთ , ამიტომ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ საკუთარ თავსა და გარემომცველ რეალობაზე. მედიტაცია დაგეხმარებათ, რათა განიმუხტოთ და აზრებიც დაალაგოთ გონებაში. მიიღეთ აბაზანები სხვადასხვა არომატული ზეთებით – მაგ., მანდარინის, ბერგამოტისა და ილანგ-ილანგის – და განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ. შეგიძლიათ აანთოთ სურნელოვანი სანთლები. და, რა თქმა უნდა, ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას შეგმატებთ.

ამ კვირაში არსებობს მნიშვნელოვანი ანგარიშის დროულად არ წარდგენის, საჯარო ანგარიშის წარუმატებლობის ან წარუმატებლობისთვის განწირული გარიგების გაფორმების რისკი, მაგრამ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ყველა ეს უსიამოვნება, თუ მთლიანად და ბოლომდე თქვენს საქმეზე იქნებით ორიენტირებული. დიახ, ადვილი არ არის დროებით დაივიწყოთ თქვენი პირადი საქმეები, მაგრამ ცოტა მოგვიანებით  საკუთარ თავს არაერთხელ ეტყვით მადლობას ამ დიდი მსხვერპლისთვის. დიდი შანსია, შაბათ-კვირა ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელთათვის ნათელი, მხიარული და უბრალოდ დაუვიწყარი იყოს.

 

ვერძი

ვარსკვლავების გავლენა ამ კვირაში თქვენს თვითრეალიზაციას შეუწყობს ხელს, შედეგი და ფინანსური ჯილდო კი თქვენს სიმტკიცესა და თანმიმდევრულობაზე იქნება დამოკიდებული. სამშაბათს და პარასკევს  სპონტანური ქმედებები  წარმატებას გპირდებათ. დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში და წარმატებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სერიოზული დაბრკოლებები შეგექმნათ და ამ დაბრკოლებების მარტივად გადალახვას სწორედ თქვენი თავდაჯერებულობის გამო შეძლებთ. პირადი აქტიურობა და ენთუზიაზმი ბევრ თქვენგანს მნიშვნელოვან ასპარეზზე გაიყვანს. ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოვანი საქმეების საკუთარ თავზე აღებისა, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. შეეცადეთ შაბათ-კვირას სახლში არ დარჩეთ, სადმე გადით და მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კურო

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნას როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, თუმცა, ვარსკვლავების გავლენასთან დაკავშირებული ყველა უარყოფითი ასპექტის მიუხედავად, თქვენი მხიარული, ენერგიული ხასიათი, ისევე როგორც თქვენი თანდაყოლილი სიჯიუტე, არ დაუშვებს უარყოფითი მოვლენების წინ წამოწევას. მოგიწევთ ბევრი მუშაობა თქვენი მიზნების მისაღწევად. იმოქმედეთ მშვიდად და თავდაჯერებით და მალე დაინახავთ თქვენი შრომისმოყვარეობის საუკეთესო შედეგს. თქვენთვის საუკეთესო პერიოდია კვირის შუა რიცხვები და შაბათ-კვირა. მოსალოდნელია საინტერესო სიურპრიზი – იღბლიანი შეხვედრა.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ტყუპი

ახლა თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ იფიქროთ რაიმე გრანდიოზულზე და არ შეგეშინდეთ იმისა, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩებით. ამ კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მშვიდად ჯდომა არ უყვარს. თქვენი თავდაჯერებულობა და ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი პოზიტიური მიდგომა არანაირ ნეგატივს საშუალებას არ მისცემს თქვენამდე მოაღწიოს. თქვენი მრავალფეროვანი ინტერესები და დინამიკური აზროვნება დაგეხმარებათ, ყურადღება გაამახვილოთ ცხოვრების იმ ასპექტებზე, რომლებსაც კარგი შედეგები მოაქვს. შესანიშნავი დროა შემოქმედებითობისა და სიყვარულისთვის. ადამიანებს თქვენი აქტიურობითა და პოზიტივით მიიზიდავთ. შეეცადეთ არ დაკარგოთ აზროვნების სიცხადე, საქმესთან დაკავშირებით თქვენი ქმედებები უნდა იყოს ზუსტი და მტკიცე.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კირჩხიბი

ამ კვირის დასაწყისიდან  პლანეტების გავლენის ქვეშ მოექცევით და, აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდია დამოკიდებულება ემოციურ ფონზე, საკუთარ გრძნობებსა და იმ  აუცილებლობაზე, რომ საკუთარი მოსაზრებები გარშემო მყოფებს გაუზიაროთ. ნუ ეცდებით, გამუდმებით ყურადღების ცენტრში იყოთ, ახლა უკეთესი იქნება ცოტა ხნით ჩრდილში ყოფნა. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ, პროფესიული ზრდისა და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ენერგია ბრმა თავდაჯერებულობაში არ გადაიზარდოს, არ იაქტიუროთ ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც გარკვეულ დიპლომატიას მოითხოვს. აკონტროლეთ საკუთარი თავი!

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ლომი

ბევრ თქვენგანს ამ კვირაში ემოციები მართავს. საკმაოდ მგრძნობიარე ხართ და სურვილი გაგიჩნდებათ, რომ თქვენი გრძნობები ირგვლივ მყოფებს გაუზიაროთ. ვარსკვლავების გავლენის გამო ზოგიერთი თქვენგანი  ყურადღების ცენტრში მოექცევა როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში, თუმცა თქვენი სურვილი, ყველაფერს ერთდროულად მიაღწიოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შედეგის მომტანი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ მთავარ საკითხზე მოახდინოთ ფოკუსირება და ერთდროულად რამდენიმე საქმისთვის შეჭიდება არ მოინდომოთ. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალა, თავს ნუ გადატვირთავთ და თქვენი თანდაყოლილი ლოგიკა და საღი აზრი დაგიცავთ უაზრო ქმედებებისგან. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ ნათლად გაარკვიოთ, კმაყოფილი ხართ თუ არა იმ როლით, რომელსაც ამჟამად თამაშობთ? თუ არა, მაშინ შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად დათმოთ. მიმოიხედეთ გარშემო და შეხედეთ თქვენს ცხოვრებას ილუზიების გარეშე, რადგან დადგა კონსტრუქციული ცვლილებების მომენტი – როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. ისარგებლებთ თავისუფლებით როგორც საზოგადოებაში, ისე მარტო. ალბათ გაგიჩნდებათ მყუდრო საღამოების გატარების სურვილი საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამავდროულად, თქვენი გონება რჩება აქტიური, კრეატიული და მზად იქნებით დაუყოვნებლივ განახორციელოთ ნებისმიერი იდეა, გამოხატოთ თქვენი შეხედულებები არაერთ საკითხზე. შეეცადეთ შაბათ-კვირა საყვარელ საქმიანობას დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

სასწორი

ეს კვირა საკმაოდ არასტაბილური და დაძაბულია, მაგრამ თქვენი ინტუიცია არ გიღალატებთ და ადვილად იპოვით გამოსავალს ყველაზე უფრო დამაბნეველი სიტუაციებიდანაც კი. თუ კარგად დაფიქრდებით და გადაწყვეტილებას ისე მიიღებთ, ეს პერიოდი ბევრ კარგს გპირდებათ პროფესიულ სფეროში, თქვენი პროექტები მოთხოვნადი იქნება და თქვენ გარშემო ბევრი საინტერესო ადამიანი მოიყრის თავს. ამ  თქვენი წარმატებებით შეძლებთ ყველაზე ხელსაყრელი შთაბეჭდილების მოხდენას კოლეგებსა და ხელმძღვანელებზე. ამ კვირაში რისკი, უბრალოდ, რეკომენდებული არ არის და ეს არ უნდა დაგავიწყდეთ. ვისაც საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება გქონდათ, კვირის ბოლოს მათთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავთ.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მორიელი

ამ კვირაში პარტნიორების ძებნა არ დაგჭირდებათ. ეს თითქმის იდეალური პერიოდია კარგი ფულის საშოვნელად და პირადი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ზომიერებით და რწმენით, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ,  შეგიძლიათ გადალახოთ გამოწვევები და არაჩვეულებრივ შედეგებს მიაღწიოთ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგებით, თქვენი სამუშაო შეუმჩნეველი არ დარჩება და  დამსახურებულ აღიარებას მოიპოვებთ. კვირის ბოლოს მიიღებთ ზუსტად იმას, რაც გჭირდებათ ბედნიერებისთვის. მოდის არა პრობლემების გადალახვის, არამედ ჰარმონიისა და სიხარულის დრო.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ვარსკვლავების საკმაოდ ძლიერ გავლენას იგრძნობთ. ახლა ძალიან ხელსაყრელი მომენტი დგება ცვლილებისთვის. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ახალი მონდომებით დაიწყებთ მუშაობას. შეეცადეთ იპოვოთ ეფექტიანი გზები თქვენი ენერგიის პოზიტიურად გამოყენებისთვის. მიზანშეწონილია თავი დაანებოთ ძველ პრობლემებს და ახალ იდეებზე და იმ ახალ ადამიანებზე კონცენტრირდეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან; ისწრაფოდეთ დამოუკიდებლობისკენ ბიზნესში და თავისუფლებისკენ შემოქმედებაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ შაბათ-კვირა სახლში გაატაროთ. ალბათ მოკლე საოჯახო მოგზაურობაში წახვალთ ან ბუნებაში პიკნიკს მოაწყობთ მეგობრებთან ერთად და ა.შ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

 

თხის რქა

ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენის გამო, პროფესიულ სფეროში შეიძლება საქმეები არ იყოს ისეთი პროდუქტიული, როგორც თქვენ გინდათ. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, ობიექტურად შეაფასეთ როგორც საკუთარი, ისე გარშემო მყოფი ადამიანების შესაძლებლობები, ყურადღებით გააანალიზეთ სიტუაცია და შეინარჩუნეთ სამართლიანობა ყველაფერში. მნიშვნელოვანია ჯერ დაფიქრდეთ, შემდეგ კი ისაუბროთ და იმოქმედოთ. სამშაბათს ინტელექტუალური აქტივობა წარმატებული იქნება, მით უმეტეს, თუ თანამოაზრეები ახლოს არიან. ხუთშაბათს შესაძლოა პარტნიორებთან გარკვეული უთანხმოება მოგივიდეთ, რომლის გადალახვაც ადვილი არ იქნება. შესაძლებელია კვირას ახლობელ ადამიანებთან კამათი მოგიხდეთ. არ არის გამორიცხული, საკუთარ თავში სხვა ადამიანი დაინახოთ, რაც თქვენი ცხოვრების წესის შეცვლას გამოიწვევს.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მერწყული

ამ კვირაში საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნებით და ყველა სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებით, შეძლებთ გაუმკლავდეთ პრობლემებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, თუმცა შეუძლებელზე ნუ იოცნებებთ, რათა იმედგაცრუება არ განიცადოთ და ირგვლივ მყოფების ნდობა არ დაკარგოთ. უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ იმ ამოცანებზე, რომელთა შედეგებიც უკვე ნათლად გაქვთ წარმოდგენილი. შუა კვირაში შესაძლებელია გავლენიანი ადამიანის გაცნობა, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე. კვირის ბოლოს პირად ცხოვრებაში რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თევზები

ამ კვირაში ბედი ან წარბებს იკრავს, ან მაცდურად გეფლირტავებათ, არაერთი სახის გასართობ და რომანტიკულ თავგადასავალს გთავაზობთ. ბევრი საინტერესო შეხვედრა, ზარი, კონტაქტები გექნებათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ სფეროში, მაგრამ ამ პერიოდში ნუ წამოიწყებთ საქმეს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და კონცენტრაციას მოითხოვს. წარმოშობილი იდეები კი არ დაივიწყოთ. შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი არც ისე ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ ყველაზე გიჟური და სარისკო ნაბიჯები გადადგათ, მთავარია დარწმუნებული იყოთ, რომ მართალი ხართ და ზიანს არავის მოუტანთ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 15.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close