მსოფლიოnews

დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალის, მონბლანის სიმაღლე 2021 წელთან შედარებით ორი მეტრით შემცირდა

დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალის, მონბლანის სიმაღლე ორი მეტრით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, მთის სიმაღლე ახლა 4 805,59 მეტრს შეადგენს, რაც 2.22 მეტრით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ეს შესაძლოა ზაფხულში ნალექის რაოდენობის ცვლილებით იყოს გამოწვეული.

გეოდეზიური სამსახურის უფროსის, ჟან დე გარის თქმით, ასეთი რამ ადრეც დაფიქსირებულა. მისი თქმით, მთის სიმაღლე შესაძლოა ორ წელიწადში ისევ გაიზარდოს.

მეცნიერების თქმით, სიმაღლის ცვლილება, რომელიც დამოკიდებულია თოვლსა და დნობაზე, ნორმალურია, ამიტომ შესაძლებელია, რომ მომავალში მთამ დაკარგული სიმაღლე დაიბრუნოს.

2017 წელს იმ სამი ქვეყნის – საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის – ხელისუფლებებმა, რომელთა ტერიტორიაზეც მთა მდებარეობს, იუნესკოს მონბლანის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა შესთავაზეს.

1tv.ge

მონბლანის მყინვარის კოლაფსი იტალიის თვალწარმტაც ველს ემუქრება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close