ევროპელები ღარიბდებიან – The Wall Street Journal
„ევროპელები ღარიბდებიან“ – ამ სათაურით სტატიას The Wall Street Journal-ი აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ევროპელები ახალი ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გამოუცდიათ – ისინი ღარიბდებიან.
„ცხოვრება კონტინენტზე სწრაფად კარგავს ბრწყინვალებას, რადგან ევროპელები ხედავენ, რომ მათი მსყიდველობითი შესაძლებლობების ჩამოშლა მიმდინარეობს. წლის დასაწყისში ევროპა რეცესიაში ჩავარდა.
ენერგიის მაღალი გადასახადი და ყოვლისმომცველი ინფლაცია, რომელიც 1970-იანი წლების შემდეგ არ ახსოვს ევროპას. ინფლაციისა და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ხელფასები 2019 წლიდან გერმანიაში დაახლოებით 3%-ით შემცირდა, იტალიასა და ესპანეთში 3.5%-ით და საბერძნეთში 6%-ით. OECD-ის მონაცემებით, აშშ-ში რეალური ხელფასები იმავე პერიოდში დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.
გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ სახელმწიფო ხარჯების შემცირებამ განსაკუთრებით დაარტყა ევროპის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის სისტემებს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურს.
ლონდონში მცხოვრები საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნოა კოენი ამბობს, რომ აშშ-ში მას იმავე სფეროში ოთხჯერ უფრო მეტი ხელფასი ექნებოდა. კოენის ხელფასი ახლახან გაიზარდა 10%-ით, მაგრამ ეს ზრდა მთლიანად შთანთქა ინფლაციამ. ის ამბობს, რომ მისი მეგობრები კვერცხუჯრედებს ყინავენ, რადგან მათ არ შეუძლიათ შვილების გაჩენა უახლოეს მომავალში შესაბამისი პირობების არქონის გამო.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიცოცხლე გაიყინა“, – ამბობს იგი.
ინგლისში ერთ-ერთი ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰაუ პილი აცხადებს: „დიახ, ჩვენ ყველანი უარეს მდგომარეობაში ვართ და რომ მზარდი ფასების კომპენსირება უფრო მაღალი ხელფასებით მხოლოდ უფრო მეტ ინფლაციას გამოიწვევს.
ევროპულ მთავრობებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა დაუჯდებათ გადასახადების გაზრდად თავისი მოსახლეობისთვის, რაც ადამიანებზე ზეწოლას გაზრდის“, – წერს სტატიის ავტორი.
ipress.ge
კომენტარები