ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

პოლონეთში მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, კატოვიცე-პიჟოვიცეს საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.

38 წლის მამაკაცს ინტერპოლი ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით წითელი ცირკულარით ეძებდა ყაზახეთის მოქალაქის არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით.

პო­ლო­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38 წლის კაცი 8 ივლისს და­ა­კა­ვეს, როდესაც იგი ქუ­თა­ი­სი­დან პოლონეთში ჩაფ­რინ­და. დაკავებული პოლიციას გადასცეს, რომელიც ამ საქმეზე კანონით გათვალისწინებულ შემდგომ მოქმედებებს განახორციელებს.

მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე პოლიციას გადასცეს, რომელიც საქმის შემდგომ გამოძიებას განაგრძობს. სამართალდამცავები იმუშავებენ ყაზახეთის ხელისუფლებასთან მკვლელობის ზუსტი გარემოებების დასადგენად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close