რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

სასახლეში ჩასვენებულმა „გარდაცვლილმა“ ქალმა სახურავზე კაკუნი დაიწყო – ჭირისუფლებმა ნახეს, რომ სუნთქავდა (ვიდეო)

ეკვადორის ერთ-ერთ კლინიკაში 76 წლის ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, როდესაც იგი კუბოში ჩაასვენეს, ქალი „გაცოცხლდა“ და კუბოს სახურავზე კაკუნი დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

შემთხვევა ეკვადორის ქალაქ ბაბაჰოიოში მოხდა. 76 წლის ქალი –  ბელა იოლანდა მონტოია კასტრო კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. მორიგე ექიმმა მას შემდეგ, რაც მოხუცი ჩატარებულ პროცედურებზე არ რეაგირებდა, იგი გარდაცვლილად გამოაცხადა.

იმავე დღეს ოჯახმა ქალი დამკრძალავ ბიუროში გადაასვენა, სადაც „გარდაცვლილი“ კუბოში ჩაასვენეს, რამდენიმე საათში კი იქიდან კაკუნის ხმა მოისმა.

„სასახლეს სახურავი ავხადე. მისი გული მუშაობდა, მარცხენა ხელით კი სასახლეზე აკაკუნებდა. 911-ში დავრეკეთ და კლინიკაში გადავიყვანეთ“, – ამბობს ქალის ვაჟი ჟილბერტო ბარბერა.

76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ცნობები არ გავრცელებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close