დღის თემასაქართველო

106 წელი გავიდა იმ პირველი 26 მაისიდან

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 106 წელი გავიდა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე (ამჟამად რუსთაველის გამზირი) მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა.

საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. 70 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ერქვა და საბჭოთა (იგივე რუსეთის) იმპერიის შემადგენლობაში იყო.

1991 წლის 9 აპრილს, იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, უკვე მეორედ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close