კრიმინალისაზოგადოება

როგორ კვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით ისე, რომ ნარკოტიკს არ იღებენ – „მკვლელი“ აბები

ბოლო წლებში ამერიკაში ოპიოიდების კრიზისია. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე სრულებით შეიცვალა, ასობით ათასი კი დაიღუპა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემები აჩვენებს, რომ ხშირად მოქალაქეებმა არც კი იციან, რომ ნარკოტიკი მიიღეს. ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ეს?

სქემას ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხსნის.

„ჩინეთიდან ფენტანილის დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნაერთები მექსიკაში ჩადის, სადაც ნარკოკარტელების ლაბორატორიებში ფენტანილის ფხვნილი მზადდება. შემდეგ მას ფორმას აძლევენ. მექსიკაშივე მზადდება იდენტური წამლები, როგორიც ამერიკაში, კანადასა და ევროპაში იყიდება. ფორმები და წარწერები იდენტურია. ამის შემდეგ კონტრაბანდის გზით ის შემოაქვთ ამერიკაში და მას სოციალური ქსელების საშუალებით ყიდიან “, – ამბობს ენ მილგრამი, ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ოპიოიდების კრიზისი – სტატისტიკა

სანამ სქემას უფრო დეტალურად განვიხილავთ და ვაშინგტონის დამოკიდებულების შესახებ ვისაუბრებთ, გადავხედოთ სტატისტიკას, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ამერიკაში 106 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით. რაც ნიშნავს იმას, რომ „თითო ამერიკელს ვკარგავთ ყოველ ხუთ წუთში“, – ამბობს რაულ გუპტა ამერიკის მედიკამენტის კონტროლის პოლიტიკის ოფისიდან.

ოპიოიდების კრიზისი ამერიკაში წლებია მიმდინარეობს, ეს კი კონგრესში როგორც რესპუბლიკელებს, ისე დემოკრატებს აშფოთებს. მხოლოდ 3 წელში ზედოზირებით 300 000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი – ფენტანილით.

სტატისტიკასთან ერთად, მძიმე ვითარებას კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს მემორიალი „ფენტანილის სახეები“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ცენტრალურ შენობაში მდებარეობს. დაფაზე ამ დროისთვის 4 000 ფოტოა, მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც სინთეზური ოპიოიდების ზემოქმედებით დაიღუპნენ – ძირითადად, ახალგაზრდები.

„ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანი, რომლის ფოტოსაც ამ კედელზე შეხვდებით, 17 თვისაა, ყველაზე ასაკოვანი – ჯეიმს კოქსია, 79 წლის. ეს ფოტოები ყოველდღიურად გვახსენებს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკელთა სიცოცხლის გადასარჩენად“, – ამბობს ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ენ მიგრამი.

მძიმე რეალობიდან გამომდინარე, ვაშინგტონი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებას აძლიერებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ამერიკის კონგრესმა დამატებით 40 მლნ აშშ დოლარიც გამოყო, რაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

ჩინეთი – სქემის საწყისი წერტილი

გააგრძელე კითხვა აქ: amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close