ვიდეომსოფლიოეკონომიკა

„ფორდი“ მთელი ევროპის მასშტაბით 4000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს (ვიდეო)

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ფორდი“ მთელი ევროპის მასშტაბით 4000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, მათ შორის, 2300-ის – გერმანიაში და 1300-ის – დიდ ბრიტანეთში.

დანაკარგებსა და ზარალს ამერიკულ კომპანიაში ხარჯების გაზრდასა და ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას უკავშირებენ. მთელი ევროპის მასშტაბით ფორდს 34 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამავდროულად, კომპანიაში აცხადებენ, რომ იგეგმება სამმილიარდ-ნახევარი დოლარის ინვესტიცია „ფორდის“ მთავარ, მიჩიგანის ბაზაზე.

ცნობისათვის, „ფორდის“ ქარხანას გერმანიის ქალაქ კიოლნში 2021 წელს 90 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close