მსოფლიოსაქართველო

ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს (ვიდეო)

17 500-ზე მეტი მსხვერპლი და 80 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხლად გამოყვანილი ბავშვები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

ქართველმა მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ეს უკვე მეორე ადამიანი გადაარჩინეს.

მანამდე მათ ქალაქ ადიამანში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი გამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა.

თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებითკინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის  შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა, ბოლო მონაცემებით,  თურქეთსა და სირიაში 17 500-ს გადააჭარბა.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნის იმედი ნელ-ნელა ქრება, თუმცა სასწაულები მაინც ხდება.

თურქული მედია იუწყება, რომ ელბისტანში, კაჰრამანმარაშში 80 საათის შემდეგ 4-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს 9-10 წლის ბიჭი. ბიჭს მუჰამედ ემინი ჰქვია. ის პიჟამაში და ზოლიან წინდებში ჩაცმული იყო – ბავშვს ეძინა, როდესაც მიწისძვრამ მისი სახლი ქვის გროვებად აქცია.

სირიაში კი მაშველებმა პატარა ჰაკიმი ასევე 80 საათის შემდეგ ცოცხალი გამოიყვანეს ნანგრევების ქვემოდან. ბიჭუნას გამოყვანას იქ შეკრებილი ადამიანები სიხარულის ოვაციებით შეხვდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close