მოგზაურობაეკონომიკა

ევროპის ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] ევროპის ავიაციის 2022 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ომიკრონისა და უკრაინის ომის პირობებში ავიაცია 2022 წელს 83%-ით აღდგა, რაც წლიურად 9.3 მლნ შესრულებული ფრენაა. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით თითქმის 2 მლნ-ით ნაკლებია.

`უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიუხედავად სექტორმა საკუთარი რეზისტენტობა აჩვენა. მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ ევროპის საჰაერო ტრაფიკი სრულად 2025 წელს აღდგება”, – აცხადებს Eurocontrol-ის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი.

ევროპის TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი:

– ევროპაში შესრულებული ფრენებით Ryanair ლიდერობს, რომელმაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა. 2022 წელს ბიუჯეტური ავიაკომპანია დღიურად საშუალოდ 2536 ფრენას ასრულებდა;

– მეორე ადგილზეა easyJet, რომელიც გასულ წელს დღიურად საშუალოდ 1335 ფრენას ასრულებდა, რაც 20%-ით ჩამორჩება პანდემიამდე ნიშნულს;

– მესამე ადგილზეა Turkish Airlines 1245 შესრულებული ფრენით, რაც 7%-ით ნაკლებია პანდემიამდელ მაჩვენებელზე;

– მეოთხე ადგილს Lufthansa იკავებს 1058 ფრენით, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 29%-ით ნაკლებია;

– მეხუთე ადგილზე კი Air France-ია დღიურად 953 შესრულებული ფრენით, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 20%-ით ნაკლებია.

საქართველოს ლიდერი ავიაკომპანია Wizz air ევროპის ბაზარზე მე-7 ადგილს იკავებს, ავიაკომპანია გასულ წელს დღიურად საშუალოდ 672 ფრენას ასრულდებდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 14%-ით მეტია.

რაც შეეხება აეროპორტებს, 2022 წელს სტამბოლის აეროპორტი ლიდერობს, საიდანაც დღიურად საშუალოდ 1156 რეისი სრულდებოდა. მეორე ადგილზე 1140 შესრულებული რეისით ამსტერდამის აეროპორტია, ხოლო მესამეზე – პარიზის შალ დე გოლის აეროპორტი, საიდანაც გასულ წელს საშუალოდ 1122 ფრენა შესრულდა. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ამ რეიტინგში ფრანკფურტის [1048 ფრენა] და ლონდონის [1042] აეროპორტები იკავებენ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close