რჩევებიშეუცნობელი

რა უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბრის ღამეს, რომ 2023 წელი წარმატებული იყოს – მიხეილ ცაგარელის რჩევები (ვიდეო)

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ თქვა, რა უნდა გააკეთოთ 31 დეკემბერს, რომ 2023 წელი წარმატებული იყოს.

„ეს წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან შედარებით უფრო მშვიდია. ვეფხვის წელიწადი გაგრძელდება 22 იანვრამდე, 22 იანვარს შემოდის კატა-კურდღლის წელიწადი. წელს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის მეტი შესაძლებლობა იქნება. წინა პლანზე წამოიწევს დიპლომატია.

რადგან ვეფხვის წელი 22 იანვრამდე გრძელდება, ის არ უნდა გავაბრაზოთ, ამიტომ 31 დეკემბერს, მაგიდაზე 3 ფიგურა უნდა გვქონდეს: ვეფხვის, რომელსაც პატივი ვცეთ და წინ პატარა ხორცის ნაჭერი დავუდოთ, მეორე – კატა, რომელსაც თევზეულის პატარა ნაჭერი დავუდოთ და მესამე, კურდღელი, რომელსაც ბოსტნეული უნდა დავუდოთ.

მომავალი წლის მთავარი რიცხვია არის 7, რადგან 2023 ჯამში გვაძლევს შვიდს. უნდა გვქონდეს შვიდი სანთელი: ლურჯი, რომელიც მთავარი ფერია, მერე მოდის შავი, თეთრი. ნაცრისფერ-ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ასევე მწვანე. ამ ფერებში ტანსაცმელი და სუფრის გაწყობა იქნება ძალიან კარგი, აქსესუარებში შეიძლება წითელი. 7 სანთელი ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ავანთოთ, გავაცილოთ წინა წელი, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ და შემდეგ, 12 საათის მერე, ერთმანეთს რომ მივულოცავთ ახალ წელს, მშვიდად, წყნარად, თითო სანთელთან თითო სურვილი ჩაიფიქრეთ, ოღონდ არა ფულთან დაკავშირებული. ამის შემდეგ იღებთ 3 ცალ ორლარიანს და კიდევ ერთ ლარიანს, გაქვთ კურდღლის ან კატის ყულაბა, რომელშიც ორლარიანს ჩააგდებთ და ჩაიფიქრებთ ფინანსურ სურვილს. წელს სუფრაზე, ერთადერთი, არ უნდა იყოს კურდღლის ხორცი“, – ამბობს ასტროლოგი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close