მსოფლიოტექნოლოგიები

ვინ ვის და როდის გაუგზავნა მსოფლიოში პირველი SMS შეტყობინება ტექსტით: „შობას გილოცავ“

დღეს დაუჯერებელია, მაგრამ სულ რაღაც 30 წლის წინათ ვახერხებდით და SMS შეტყობინების გარეშე ვცხოვრობდით. „შობას გილოცავ“ – ეს არის ტექსტი, რომელიც 30 წლის წინათ, 1992 წლის დეკემბერში მობილურ ტელეფონზე მსოფლიოში პირველად გაიგზავნა.

22 წლის ბრიტანელი Vodafone-ის ინჟინერი ნილ პაპვორთი ახალ ტექნოლოგიას ცდიდა, როდესაც თავისი კომპიუტერიდან შეტყობინება სატელეკომუნიკაციო გიგანტის დირექტორს გაუგზავნა.

Vofafone-ის დირექტორის, რიჩარდ ჯარვისის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი ტექსტი ორი სიტყვისგან შედგებოდა: „შობას გილოცავ“. ჯარვისი იმ მომენტში წინასაშობაო კორპორაციულ წვეულებაზე იმყოფებოდა.

პაპვორთის თქმით, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ისტორიული მოვლენის მონაწილე აღმოჩნდებოდა.

ამასობაში დაიბადა ტექნოლოგია, რომელმაც მთელ მსოფლიოში მალევე შეცვალა ასობით მილიონი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება .

დაბალი ღირებულების წყალობით ახალმა სერვისმა, ერთი მხრივ, კარგი ფული მოუტანა ოპერატორებს, მეორე მხრივ კი, მიმზიდველი გახდა საზოგადოებისთვის.

დილიდან საღამომდე ყველგან ვხედავთ ყველა ასაკის ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ტელეფონების სენსორულ ეკრანებზე აწკაპუნებენ.

1995 წელს იმდროინდელი რამდენიმე მობილური ტელეფონის თითოეული მომხმარებელი საშუალოდ 2,5 თვეში ერთხელ აგზავნიდა SMS შეტყობინებებს .

2000 წელს მსოფლიოში უკვე დაახლოებით 18 მილიარდი შეტყობინება გაიგზავნა, 2002 წელს – 146 მილიარდი, დღეს კი ეს მაჩვენებელი ცხრა ტრილიონს აღემატება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close