ეკონომიკა

„მომდევნო წლებში ევრო უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დოლარი“ – რა ელის ლარს?

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პროგნოზირებს, რომ შემდეგ წლებში ევრო უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დოლარი. რაც შეეხება ლარს, როგორც მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტაც გამყარდება.

„სხვადასხვა ფაქტორთან ერთად ძალიან ბევრია დამოკიდებული ევრო-დოლარის წყვილზე. საშუალოვადიან პერსპექტივაში, შემდეგ წლებში ვფიქრობთ, ევრო უფრო ძლიერი იქნება, ხოლო დოლარი ბევრად უფრო სუსტი იქნება, ვიდრე დღეს არის. ევრომ უკვე დაიწყო დოლართან გამყარება და მომდევნო წლებში ვფიქრობთ, რომ დოლართან ლარიც მნიშვნელოვნად გამყარდება“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ბოლო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7056 ლარი გახდა. რაც შეეხება ლარისა და ევროს ურთიერთობას, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.88 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8466 ლარი გახდა.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close