ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი ადამიანისთვის უსაფრთხოდ გამოაცხადეს – FDA
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პირუტყვის მოშენება სათბურის გაზების ემისიების მაღალ ნიშნულს გვაძლევდა, ფერმერული ხორცის ალტერნატივებზე მოთხოვნა გაიზარდა… სწორედ ამის გამო ახლა ცხოველური უჯრედებისგან მიღებულ ხორცზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც FDA-მ უკვე დაადასტურა კიდეც – UPSIDE Foods ცოცხალი ცხოველების უჯრედებს იღებს და მას უჟანგავი ფოლადის ავზებში ხორცის მისაღებად იყენებს. პროდუქციის ბაზარზე გატანას კი მას შემდეგ შეძლებს, რაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) შეამოწმებს.
„სამყარო განიცდის საკვების რევოლუციას და აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) მზად არის, მხარი დაუჭიროს ინოვაციებს საკვების მომარაგებაში“, – აცხადებენ FDA-ში. მათივე თქმით, კომპანიის მონაცემების განხილვისას არ ჰქონიათ დამატებითი კითხვები საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პროდუქტი ადამიანებისთვის უსაფრთხოა.
მართალია, ეს მხოლოდ UPSIDE-ის პროდუქტებზე ვრცელდება, მაგრამ სააგენტო მზად არის, იმუშაოს სხვა კომპანიებთან, რომლებიც ცხოველური უჯრედებისგან საკვებს იღებენ… USDA და FDA კი 2019 წლის შეთანხმების საფუძველზე ერთად არეგულირებენ უჯრედებისგან მიღებული ხორცის საკითხს. ამასთან, USDA უჯრედებისგან მიღებული ხორცის დამუშავებისა და მარკირების პროცესს დააკვირდება.
.marketer.ge
კომენტარები