ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური ქარიშხლები ნოემბერში (2022)

მიმდინარე თვეში – ნოემბერში მოსალოდნელია სხვადასხვა ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება გამოიწვიოს, ზოგმა კი – დეპრესიული განწყობა და გაღიზიანება. მიაქციეთ ყურადღება თარიღებს, რათა მომზადებული შეხვდეთ სახიფათო დღეებს.

11 ნოემბერი – ძლიერი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ორ დღემდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ ამინდის მიმართ სენსიტიური ადამიანები თავს შეუძლოდ იგრძნობენ.
15 ნოემბერი – წინასთან შედარებით ნაკლები ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც დაახლოებით 12 საათს გაგრძელდება. ამ პერიოდში შესაძლებელია ვირუსული ინფექციების აფეთქება.
18 ნოემბერი – საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი. შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიული განწყობა ან გაღიზიანების მომატება.
25 ნოემბერი – ძალზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება. შეიძლება ძილიანობა და ცუდი განწყობა დაგეუფლოთ.

მაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედების მიმართ ყველაზე დაუცველები არიან მეტეომგრძნობიარე ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები, მაღალი წნევა და გულის პრობლემები აწუხებთ.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად შემდეგი სიმპტომები ვლინდება:

  • შაკიკი და უძილობა
  • გულისცემის აჩქარება
  • დეპრესიული განწყობა
  • წნევის ვარდნა
  • აპათია და შფოთვა
  • ქრონიკული დაავადებების გამწვავება

როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა

  •  დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი: იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ.
  • სრულფასოვნად დაისვენეთ და კარგად გამოიძინეთ.
  • დალიეთ მეტი ჩვეულებრივი სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი.
  • მოერიდეთ ყავას და ალკოჰოლს.
  • შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი.
  • შეამოწმეთ თქვენი ოჯახის პირველადი დახმარების ყუთი და თუ საჭირო მედიკამენტები არ გაქვთ, შეავსეთ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close