მსოფლიოსპორტი

ქართველ მთამსვლელებს მსოფლიო ალპინიზმის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – „ოქროს წერაყინი“ გადაეცათ

ქართველ მთამსვლელებს – ბაქარ გელაშვილს, არჩილ ბადრიაშვილს და გიორგი ტეფნაძეს, ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – „ოქროს წერაყინი“ გადაეცათ.

ეს ჯილდო ჟიურიმ ქართველ ალპინისტებს პაკისტანში ჰინდუ კუშის (Hindu Kush) მთის მასივის ჩრდილო-დასავლეთი მწვერვალის, სარაგრარის (სიმაღლე 7340 მ) დაპყრობის გამო მიაკუთვნა, რომელზეც ქართველებამდე არავინ ასულა. ჩვენს ალპინისტებს ამ რთული მწვერვალის დასალაშქრად 9 დღე დასჭირდათ. მათ ექსპედიციისთვის სექტემბრის დასაწყისი აირჩიეს (2021 წ.).

©Archil Badriashvili/American Alpine Journal

პრესტიჟულ ჯილდოს – „ოქროს წერაყინის“ (Les Piolets d’Or) პრიზს 1992 წლიდან ანიჭებს ფრანგული გაზეთი La Montagne. „ოქროს წერაყინს“ ალპინიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.

დაჯილდოების ცერემონია და გალა საღამო, ტრადიციულად, საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონის თეატრში გაიმართება 18-20 ნოემბერს.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close