მიგრაციაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში 47 წლის ქართველ კაცს მშენებლობაზე დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

საბერძნეთში 47 წლის ქართველი კაცი სათბურის მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას „პროტოთემა“ ავრცელებს

ბერძნული გამოცემის ცნობით, შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ქალაქ ვოლოსის საავადმყოფოში, რეანიმაციაში აპარატზე შეაერთეს, თუმცა მთელ სხეულზე სერიოზული დამწვრობა ჰქონდა მიღებული და  ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შემთხვევა 22 ივლისს, დილის 10-ის ნახევარზე მოხდა, აიდინიუსა და კროკის შორის, სადაც ერთ-ერთი კერძო კომპანია სათბურებს აშენებდა. კაცი ამ კომპანიის დაქირავებული მუშა იყო. შემთხვევისას იგი შენობის კონსტრუქციის ლითონის კარკასზე იმყოფებოდა, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე; ლითონის მილი, რომელიც კაცს ხელში ეჭირა, დენის ღია სადენს შეეხო და მას დენმა დაარტყა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა, შემდეგ კი – ვოლოსის საავადმყოფოში, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობების გამო 47 წლის მამაკაცი რამდენიმე საათში, შუადღისას გარდაიცვალა.

სხვა თანამშრომლების თქმით, გარდაცვლილს სამუშაო ხელთათმანები ეკეთა, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, ელექტროდამცავი არ იყო.

დაკრძალვის ხარჯები ტექნიკურმა კომპანიამ იკისრა, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა, რადგანაც, როგორც ბერძნული მედია წერს, 47 წლის უცხოელს ახლობლები არ ჰყავდა.

როგორც კი შემთხვევა მოხდა, ტექნიკური ჯგუფის სამი ხელმძღვანელი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში ჩვენების მისაცემად. ისინი დააპატიმრეს და დღის მეორე ნახევარში, ჩვენების მიცემის შემდეგ, პროკურორის სიტყვიერი განკარგულებით, სახლში გაუშვეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close