ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 ივლისი

ეს კვირა ხელსაყრელი იქნება საკუთარი პოზიციის დასაცავად. უფრო მეტად მიდრეკილნი იქნებით კამათისკენ, მაგრამ შეინარჩუნებთ სხვისი აზრის მოსმენის უნარს და, შესაბამისად, ნებისმიერი დისკუსია ამ კვირაში ძალიან კონსტრუქციული იქნება. კარგი დროა გაახმოვანოთ თქვენი იდეები და ისაუბროთ გეგმებზე. წარმატებული იქნება მცირეხნიანი მოგზაურობა, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში შეძლებთ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და კარგად გაუძღვეთ თქვენს საქმეებს.

პირად ურთიერთობებში ყველაფერი ასე მშვიდად არ ჩაივლის. ახლა შეიძლება უფრო მომთხოვნი გახდეთ თქვენი მეორე ნახევრის/პარტნიორის მიმართ, რამაც თქვენი ურთიერთობის გაციების საფრთხე შექმნას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება კვირის შუა რიცხვებში. პირველ რიგში, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა არ მოგწონთ ურთიერთობაში, რა არის თქვენი უკმაყოფილების რეალური მიზეზი. იქნებ უკეთესია, ჯერ საკუთარ თავში გაერკვეთ და პარტნიორთან მერე გქონდეთ პრეტენზიები. ეს კვირა უფრო შესაფერისია მეგობრული, ვიდრე სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად.

ვერძი

ამ კვირაში შესაძლოა აზარტულმა სასიყვარულო თავგადასავლებმა გაგიტაცოთ, არსებობს თავის დაკარგვის და სისულელეების კეთების რისკი, განსაკუთრებით კვირის დასაწყისში. შემოქმედებითი აღმავლობის ტალღა აგიტაცებთ, დატვირთული იქნებით ახალი იდეებითა და გეგმებით, უბრალოდ, არ ჩაეფლოთ ამ მშფოთვარე ნაკადში, მნიშვნელოვანია შეეცადოთ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოთ. ბიზნესმენებს მოგების გაზრდის ახალი შესაძლებლობების დიდი ალბათობა აქვთ. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმაც კარგად უნდა გაახილონ თვალები, რათა კარიერის გაუმჯობესების შანსი ხელიდან არ გაუშვან.

სასიკეთო დღეები: 5, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

კურო

ეს კვირა საკმაოდ დაძაბული, მაგრამ საინტერესო იქნება. პროფესიულ სფეროში შესაძლებლობა გექნებათ, გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები და გაზარდოთ თქვენი სანდოობა კოლეგებისა და ხელმძღვანელობის თვალში. ოთხშაბათს შეიძლება ელოდოთ წარმატებებს ბიზნესში. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული მცირე პრობლემები, მაგრამ მათთან გამკლავების გზას აუცილებლად იპოვით, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებას თუ შეძლებთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრების გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

ტყუპი

შესაძლოა ცხოვრების ერთ-ერთ სფეროში მცირე დაბრკოლებები შეგხვდეთ. ნამდვილი მეგობრის ან ახლო ნათესავის რჩევები დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადალახვაში. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიჩინოთ მოთმინება, მაშინ მიაღწევთ წარმატებას და იმ გეგმებისა და სურვილების განხორციელებასაც კი შეძლებთ, რომლებიც განუხორციელებელი ჩანდა. შაბათ-კვირა შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად გაატაროთ, აქტიურად დაისვენოთ, ნათელი შთაბეჭდილებებით აივსოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

კირჩხიბი

ამ კვირაში შეიძლება ძველი პროექტები დასრულდეს. სამსახურში მოვლენები საკმაოდ არაპროგნოზირებადი იქნება, მაგრამ, ზოგადად, თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. გამოიჩინეთ ინიციატივა და აქტიურობა, პარტნიორებს შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა, მაგრამ თქვენც მოგიწევთ მონაწილეობა სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრაში. ვინც დასაქმებით ხართ დაინტერესებული, შეიძლება იპოვოთ თქვენი საოცნებო სამუშაო იქ, სადაც არ ელოდებით. პირად ცხოვრებაში არ არის გამორიცხული, რომ ახლობელი ადამიანების წრე გაფართოვდეს. კარგი იქნება, თუ შაბათს ქალაქგარეთ, აგარაკზე გახვალთ ან ზღვის სანაპიროზე განიტვირთებით.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

ლომი

ვარსკვლავების გავლენა ამ კვირაში ძალიან კარგ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს შეგიქმნით. თქვენი კეთილსინდისიერი შრომა სამსახურში შესანიშნავ ნაყოფს გამოიღებს და ადეკვატურად დაჯილდოვდებით. თქვენი ავტორიტეტი მაღალ დონეზეა, სხვები მოგისმენენ და რჩევას გთხოვენ. შესაძლოა ახალი სამუშაოც კი შემოგთავაზონ. თავისუფალ დროს შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ და საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო ურთიერთობით ახალი ენერგიით აღივსოთ.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

ქალწული

საკმაოდ რთული კვირაა, საჭირო იქნება თქვენი სიძლიერისა და შესაძლებლობების რეალისტური გამოთვლა. თქვენი მიზნების მისაღწევად მეტი ძალისხმევა და ინოვაციური მიდგომები დაგჭირდებათ. ოთხშაბათს სამსახურში კონფლიქტების მაღალი რისკია. ხუთშაბათს შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. პარასკევს შეიძლება ისიამოვნოთ მოულოდნელი შეხვედრით ადამიანთან თქვენი წარსულიდან. ადვილი შესაძლებელია გახდეთ ლიდერი ნებისმიერ გარემოში, კოლეგების, პარტნიორებისა თუ საყვარელი ადამიანების წრეში.

სასიკეთო დღეები: 4, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

სასწორი

ეს კვირა წარმატებული და მომგებიანი იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ საჩუქრებისა და პრემიის იმედი გქონდეთ. სამსახურში ადვილად იპოვით საერთო ენას ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, მაგრამ ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს და შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. შაბათ-კვირას დასვენების საუკეთესო საშუალება იქნება სეირნობა, მოგზაურობა და მეგობრებთან შეხვედრა, რაც მაქსიმალურად გაზრდის თქვენს პოზიტიურ ენერგიას.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

მორიელი

იყავით აქტიური ამ კვირაში, დაგჭირდებათ მყისიერი რეაქცია და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. შედეგად წარმატებას მიაღწევთ, მიიღებთ მოგებას და აიწევთ კარიერულ კიბეზე. შეძლებთ გაუმკლავდეთ ძველ დაგროვილ პრობლემებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ და ახლა არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალს იპოვით. ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ოჯახური უთანხმოება. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას ბუნებაში სასიამოვნო კომპანიაში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

მშვილდოსანი

ამ კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ ახალი საქმეების დასაწყებად, რაც საშუალებას მოგცემთ, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა პროექტში და მოაგვაროთ ისეთი საკითხები, რომლებზეც ვერც კი იფიქრებდით. იდეების მრავალფეროვნება დაგეხმარებათ, დაამტკიცოთ თქვენი ლიდერობა, ამავდროულად, გამოავლინოთ თქვენი ორგანიზატორული უნარები. კვირა სავსე იქნება კონტაქტებით, მოგზაურობებით, შეხვედრებითა და ურთიერთობებით. თქვენი ოჯახი და მეგობრები ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებიან.

სასიკეთო დღეები: 4, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

თხის რქა

ეს კვირა შესანიშნავი დროა ზოდიაქოს ამ ნიშნის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არის ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სოციალურ პროექტებში. ოთხშაბათს ყველა საქმიანი საკითხი სწრაფად უნდა მოგვარდეს, ზედმეტი ყოყმანისა და ფიქრის გარეშე. პარასკევი შეიძლება იყოს რუტინული სამუშაო დღე, მაგრამ სიმშვიდე და ეფექტიანობა საშუალებას მოგცემთ დაასრულოთ არაერთი დაწყებული საქმე. კვირას შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ჩხუბი და კამათი. პირად ცხოვრებაში სიტუაცია მშვიდია. მარტოხელებმა შეიძლება სულიერი მეგობარი იპოვონ.

სასიკეთო დღეები: 4, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

მერწყული

ორშაბათი რთული დღე იქნება, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას და კონფლიქტს. მომდევნო დღეებში ყველა შეზღუდვა და დაბრკოლება უძლური იქნება თქვენი ენერგიის წინაშე. ახლა ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, თუმცა მოგიწევთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში შესაძლებელია რამდენიმე კარგი სიახლე და შეთავაზება. თქვენი წარმატება დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 10.

თევზები

იღბლიანი პერიოდია, შეეცადეთ შეინარჩუნოთ დადებითი მუხტი, იმუშავეთ თქვენი წარმატებისთვის – ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა თქვენს კარიერაში. ვარსკვლავები ფინანსური თვალსაზრისითაც კარგ კვირას გპირდებიან, მაგრამ პირად ცხოვრებაში შეიძლება გაუგებრობა შეგხვდეთ. იქნებ თქვენ გვერდით ის ადამიანი არ არის, რომელიც გჭირდებათ? იქნებ ახალი რომანი დაიწყო? შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები, შეეცადეთ ჩვეულებრივი დავა და აზრთა სხვადასხვაობა კონფლიქტურ სიტუაციაში არ გადაიზარდოს..

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close