საზოგადოებასაქართველო
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა – პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
„პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ამავე თემაზე: რა არის მაიმუნის ყვავილი, როგორ ვრცელდება, როგორია სიმპტომები და წარმოადგენს თუ არა გლობალურ საფრთხეს?
კომენტარები