ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 ივნისი

ამ კვირის პირველ ნახევარში შესაძლებელი იქნება ცოტა ხნით დაივიწყოთ არსებული პრობლემები და უბრალოდ იოცნებოთ, ისიამოვნოთ, დატკბეთ სიმშვიდით, თუმცა ეცადეთ, რეალობას არ მოსწყდეთ. განავითარეთ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები, შეისწავლეთ ფსიქოლოგია. შეგიძლიათ დაკავდეთ საქმით, რომელშიც ფანტაზია გჭირდებათ. თუ რამე გაუგებარი იქნება თქვენთვის და ეჭვი შეგეპარებათ, უმჯობესია არ იაქტიუროთ. კვირის მეორე ნახევარი შესამჩნევად მეტ ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმს მოიტანს, თუმცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადაჭარბებული სურვილი, რომელიც ამ პერიოდში იქნება თქვენთვის დამახასიათებელი, შეიძლება შემაფერხებელი გახდეს სამსახურში. შეეცადეთ აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები საჭირო ადგილას და საჭირო დროს, მაგრამ ნუ ეცდებით მათ ორიგინალურად წარმოჩენას ნებისმიერ დროს.

საოჯახო საქმეებში აჩქარება რეკომენდებული არ არის. ენერგიის აღსადგენად საჭიროა „გადაუდებელი“ საქმეების მიტოვება. ამ კვირაში ვარსკვლავები არ გირჩევენ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას და დიეტის დარღვევას.

 

ვერძი

ეს კვირა ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა და არ ინერვიულოთ. შესაძლოა თქვენი კარიერული წინსვლის საკითხი დადებითად გადაწყდეს, მაგრამ უმჯობესია წარმატებების შესახებ ჯერ არავის მოუყვეთ. სამშაბათს კარგი იქნება თუ არსებულ ვითარებას ძალის პოზიციიდან არ განიხილავთ, მოიცადეთ ორი დღე და გარემოებები თქვენ სასარგებლოდ დალაგდება, კონფლიქტებსაც თავიდან აიცილებთ. ხუთშაბათს თქვენმა ემოციურობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ სანუკვარი მიზნის მიღწევაში. აი, თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება კი დადებითად აისახება საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე, რომლებთანაც სიამოვნებით გაატარებთ თავისუფალ დროს.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირაში თქვენ უნდა იყოთ უზომოდ მოწესრიგებული და პუნქტუალური, მაშინ წარმატებით და მომგებიანად გადაწყვეტთ ბევრ პრობლემას და თამამად წახვალთ წინ ახალი მიღწევებისკენ, თუმცა ოთხშაბათს ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ და დაგაფიქრებთ: ღირს კი ამ გზით სიარული? ხუთშაბათს ნუ ეცდებით თქვენს თავზე აიღოთ ყველაფერი,  აი, პარასკევს კი თქვენი ინიციატივა დაფასდება. თქვენი კომუნიკაბელურობა და შთაბეჭდილების მოხდენის უნარი ამ პერიოდში, ვარსკვლავების გავლენის გამო, ყველაზე უკეთ ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში გამოვლინდება.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

არ უნდა გამოტოვოთ ხელსაყრელი შანსები, რითაც ბედი ამ კვირაში დაგაჯილდოებთ, მათი რიცხვი კი ცოტა არ იქნება. ყველაფერი საუკეთესოდ გამოვა, თქვენი მხრიდან დიდი ძალისხმევის გარეშე, მარტივად, თითქოს თავისთავად. სამუშაო არა მარტო სტაბილურ და მაღალ შემოსავალს მოგიტანთ, არამედ სიამოვნებას, თავს პროფესიონალად იგრძნობთ. საჭიროების შემთხვევაში ნუ მოგერიდებათ დახმარებისა და რჩევის მოძიება საყვარელი ადამიანის, კოლეგის ან ბიზნესპარტნიორისგან, რომელსაც ენდობით. სასიამოვნო ცვლილებები და სიურპრიზები პირად ცხოვრებაშიც გელით.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კირჩხიბი

შეეცადეთ ირგვლივ მყოფებთან ისეთი და იმ დოზით გქონდეთ ურთიერთობა, რამდენიც საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხანგრძლივი საუბრები დაგღლით, თუმცა ეს არ ეხება მათთან კომუნიკაციას, ვინც თქვენთვის ძვირფასია. სამშაბათი კარგია რთული პრობლემების გადასაჭრელად  და დიდი ხნის დაწყებული საქმეების გახსენებისთვის. ოთხშაბათს შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ დატვირთვა, არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამ დღეს თქვენი შრომა ნაკლებად ეფექტიანი იქნება, სასურველი შედეგის მისაღწევად დიდი ძალისხმევის გაწევა მოგიწევთ. პირადი ცხოვრება საინტერესო და დატვირთული იქნება. შაბათი კარგი დღეა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად ან პიკნიკზე წასასვლელად.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ლომი

ამ კვირის დასაწყისს სადღესასწაულო განწყობა და ენერგიის მომატება მოაქვს. კარგი პერიოდია დაიწყოთ რაღაც ახალი, წახვიდეთ სამოგზაუროდ, შეიცვალოთ სამუშაო. იმისათვის, რომ სასურველს მიაღწიოთ, ნუ მიმართავთ ზეწოლას გარშემო მყოფებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. თქვენი თანდაყოლილი ენერგიულობა, ლიდერობის სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა ახლოს მყოფების მიმართ დამსახურებულ მადლიერებას და აღიარებას მოგიტანთ სამსახურში. ურთიერთობაში გულწრფელობა, ურთიერთგაგება და ჰარმონია სუფევს პირად ფრონტზე. შეეცადეთ, არ უარყოთ ნათესავებისა და მეგობრების თხოვნა, რადგან თქვენი მხარდაჭერა მათთვის უბრალოდ აუცილებელია.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ამ კვირაში, როგორ ჩანს, ხანგრძლივი და წარუმატებელი მოლაპარაკებები გელოდებათ, რომელთა თავიდან აცილებაც უკეთესი იქნებოდა, თუმცა სამშაბათს, სრულიად მოულოდნელად, შეგიძლიათ მიიღოთ თანხმობა ხელმძღვანელობისგან თქვენი ყველა წინადადებისთვის. შეეცადეთ, რომ დაკვირვებული და მოწესრიგებული იყოთ, გამოიჩინნოთ მოთმინება ყველა საკითხში – მხოლოდ მაშინ შეძლებენ ირგვლივ მყოფები თქვენი შემოქმედებითი იდეების დაფასებას. იყავით ყურადღებიანი ნიუანსების მიმართ. კარგი დროა თქვენი იდეებისა და ინტერესების პოპულარიზაციისთვის. შაბათ-კვირას შესაძლებელია   კონფლიქტი ბავშვებთან.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

ამ კვირაში ვარსკვლავები ფინანსურ სფეროში წარმატებას გპირდებიან. შეგიძლიათ  მოიფიქროთ რაიმე გრანდიოზული და არ შეგეშინდეთ, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩებით, მაგრამ ნუ ეცდებით მუდმივად სხვებზე წინ იყოთ, ზოგჯერ ჯობია ცოტათი უკან დაიხიოთ.  ორშაბათს შეიძლება უამრავი საქმე გამოგიჩნდეთ, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მომგებიანი იქნება. არსებულმა ვითარებამ პროფესიულ და პირად ფრონტზე, შეიძლება თქვენგან მეტი მოთმინება და შეუპოვრობა მოითხოვოს დამატებითი ამოცანებისა და გაზრდილი დატვირთვის გამო. შეეცადეთ თქვენი ქმედებები ზუსტი და გადამწყვეტი იყოს. არ არის გამორიცხული ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 18, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მორიელი

ამ კვირაში იფიქრეთ არსებულ ვითარებაზე. ახლავე შეგიძლიათ შეცვალოთ იგი – ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი და წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი იდეა და აიხდინოთ ოცნებები. დადგა დრო, როცა კარიერაში წინ წაიწევთ, მიიღებთ საოცნებო სამუშაოს ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკით და კარგი ხელფასით. საჭიროების შემთხვევაში მოიძიეთ რჩევა და დახმარება უახლოესი ადამიანებისგან. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში გარემოებებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ თქვენს ქმედებებზე იყოთ კონცენტრირებული. ეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ, რადგან პარტნიორებისა და კონკურენტების პოზიციები შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ხუთშაბათი კვირის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღე იქნება თქვენთვის, ასე რომ, არ იზარმაცოთ და მნიშვნელოვანი მომენტები ხელიდან არ გაუშვათ. პარასკევს შესაძლოა ეჭვებმა და საკუთარ თავთან უკმაყოფილებამ დაგძლიოთ. თუ  მოახერხებთ მათთან გამკლავებას, მოაგვარებთ სხვა, თუნდაც ერთი შეხედვით გადაუჭრელ საქმეებს. კვირას ღირს ქალაქგარეთ დასვენება.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 13

 

თხის რქა

არის შანსი, რომ ამ კვირაში მოულოდნელად პრობლემები შეგექმნათ. შესაძლოა საყვარელი ადამიანი ტყუილში გამოიჭიროთ. დახმარებისთვის უმჯობესია მეგობრებს ან ნათესავებს მიმართოთ. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. არ შეგეშინდეთ სამსახურში ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, იმოქმედეთ თამამად და გადამწყვეტად. ოთხშაბათს, სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი საქმიანობით. პარასკევს ზედმეტად ნუ ენდობით კოლეგებს. შაბათ-კვირას ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიწყობენ.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მერწყული

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ მოიწყოთ პირადი ცხოვრება. დაელოდეთ პერსპექტიულ ნაცნობობას, ერთად ცხოვრების შემოთავაზებას, თქვენი ოჯახისთვის შესაძლებელი იქნება მყარი საძირკვლის შექმნა. შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილების ზღვარზე იყოთ, მაგრამ სამსახურში დიდ წარმატებას და მომგებიან შემოთავაზებებს არ უნდა ელოდოთ. პარასკევს შეეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ სამუშაო დღე. შაბათ-კვირას დრო  საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. მეგობრები და ახლობლები საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან  როგორც სიტყვით, ისე საქმით.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თევზები

ეს კვირა სტაბილური, მაგრამ რთული პერიოდია. ბევრი უსარგებლო შეხვედრა შეიძლება გქონდეთ და გაუგებრობები წარმოიშვას. უმჯობესია მნიშვნელოვანი შეხვედრები მაინც სხვა დროისთვის გადადოთ. სამშაბათს აბსოლუტური სრულყოფილებისკენ ისწრაფვით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული. კვირის ბოლოს წარმატებული იქნება მოგზაურობა, სწავლა და თითქმის ნებისმიერი ინტელექტუალური აქტივობა. შაბათს, დიდი ალბათობით, მუშაობა მოგიწევთ, ამიტომ დასვენებას ნუ დაგეგმავთ. შეეცადეთ კვირა დღე საკუთარ თავს დაუთმოთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

თამთა  გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close