მსოფლიოპოლიტიკა

გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს

გერმანელმა პარლამენტარებმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ისტორიულ კენჭისყრაზე გერმანელი დეპუტატები უკრაინისთვის მძიმე შეიარაღებისა და კომპლექსური შეიარაღების სისტემების გადაცემას დათანხმდნენ.

მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიის მიერ მხარდაჭერილი წინადადების თანახმად, სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს, სადაც ეს შესაძლებელია.

გერმანია ასევე განათავსებს მეტ ჯარისკაცს ნატოს პოზიციების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში და წაახალისებს რუს ჯარისკაცებს, დადონ იარაღი და თავშესაფარი გერმანიასა და ევროკავშირში ეძებონ.

ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ახლოს არის ომის გამოცხადებასთან.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close