ჰოროსკოპი

იზიდავს წარმატებას და სიმდიდრეს – რომელი მცენარე უნდა ჰქონდეს სახლში თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, იმის მიხედვით, ოთხი სტიქიიდან რომელს მიეკუთვნება, თავისი ბედნიერი მცენარე აქვს, რომელიც ბარაქას, ფულს, კეთილდღეობას და ბედნიერებას იზიდავს. Panoramaweb-ის ექსპერტები გვაცნობენ, რომელ ზოდიაქოს ნიშანმა რომელი მცენარე უნდა იქონიოს სახლში.  

ცეცხლის ნიშნები

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას  მიეკუთვნებიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები  რთული ხასიათის ადამიანები არიან, შემოქმედებითი ნიჭით აღსავსენი, ჭკვიანები და გაბედულები. ითვლება, რომ მათთვის იდეალური მცენარეა Pilea Peperomioides-ი (ჩინური ფულის მცენარე). ოთახის ამ მცენარის მოვლა ძალზე ადვილია, რასაც დიდი გამოცდილება არ სჭირდება. მას მზის შუქი უყვარს, ამიტომ ფანჯრის სიახლოვეს ან ჭერიდან ჩამოკიდეთ.

წყლის ნიშნები

კირჩხიბი, მორიელი და თევზები  წყლის სტიქიას მიეკუთვნებიან. ისინი, ჩვეულებრივ, მგრძნობიარე ადამიანები არიან დაუფარავი გრძნობებით. ითვლება, რომ გვიმრა მათ იდეალურად შეესაბამება.

გვიმრები ცნობილია იმით, რომ სახლს უარყოფითი ფლუიდებისგან იცავენ და წარმატებას იზიდავენ. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობის მცენარეებია და ფენ შუის თანახმად, წარმატების თილისმად შეიძლება ემსახურონ წყლის სტიქიის ნიშნებს.

ჰაერის ნიშნები

ტყუპი, სასწორი და მერწყული  – ჰაერის სტიქიას მიეკუთვნებიან. ამ ნიშნების წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და არ სჩვევიათ თავისი გაიტანონ, ამიტომ მათთვის ოვალური კრასულა (Crassula ovata), იგივე ბარაქის ხე, იდეალური არჩევანია.

ამ მცენარეს მჭიდრო კავშირი აქვს ფენ შუისთან. ამბობენ, რომ ის კეთილდღეობას და ფულს, აგრეთვე, კეთილ ენერგიას და წარმატებას იზიდავს.

მიწის ნიშნები

კურო, ქალწული და თხის რქა – ეს ზოდიაქოს ნიშნები მიწის სტიქიას მიეკუთვნებიან. ისინი მიზანდასახული, საიმედო, სტაბილური და ჭკუადამჯდარი ადამიანები არიან. მათი სახლისთვის საუკეთესო არჩევანია ჟასმინი.

ეს მცენარე სილამაზითა და დახვეწილი სურნელით გამოირჩევა, ასევე, არის წარმატების და კეთილდღეობის მომტანი ერთგვარი ავგაროზი და ამიტომაც სასურველია ყველა ოჯახში იყოს, განსაკუთრებით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენელთა სახლში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close