გვარდიის სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ – რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი და უდიდესი სამხედრო ხომალდი იყო. ის 1983 წელს შევიდა შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში და მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო „Cлава“ (რუს.: „დიდება“). „მოსკოვი“ ხომალდს 1996 წელს დაერქვა.
CNN-ის აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის სანაპიროს მოსცილდნენ რუსული სამხედრო ხომალდები, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებდნენ, იმავე რაიონში, სადაც კრეისერი „მოსკოვი“.
„შევამჩნიეთ, რომ სხვა [რუსული] სამხედრო ხომალდები, რომლებიც კრეისერ „მოსკოვის“ სიახლოვეს ან შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებდნენ, ყველა სამხრეთისკენ დაიძრა მას შემდეგ, რაც „მოსკოვმა“ დაზიანებები მიიღო. ამგვარად, შავი ზღვის ჩრდილოეთის ყველა რუსული ხომალდი დაშორდა ჩრდილოეთ რაიონებს, სადაც ისინი მოქმედებდნენ“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა.
მან პენტაგონის სპიკერ ჯონ კირბის კომენტარი გაიმეორა, რომ „აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია კრეისერ „მოსკოვის“ დაზიანების მიზეზთან დაკავშირებით“, თუმცა კირბის ამ განცხადების მიუხედავად, რუსული ხომალდების უკანდახევის შესახებ ცნობა უნდა მოწმობდეს, რომ კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვის მიზეზი დიდი ალბათობით უკრაინული „ნეპტუნები“ გახდა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები