ეკონომიკასაქართველო

რიყის დოქები მე-7 მცდელობაზე გაიყიდა

რიყის დოქები, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად რამდენჯერმე გამოიტანა, მეშვიდე მცდელობაზე 10 020 000 ლარად გაიყიდა.

რიყის დოქები აუქციონზე პირველად 2020 წლის 5 თებერვალს გამოიტანეს და მაშინ მისი საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო. ყოველ მომდევნო აუქციონზე მისი ფასი მცირდებოდა და ბოლოს 10 მლნ ლარზე ჩამოვიდა.

მეშვიდე მცდელობაზე რიყის დოქები კომპანია „გლობალ ვიქტორი თრასთმა“ იყიდა. აღნიშნული უძრავი ქონება მოიცავს 14 591.00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას.

პირობების თანახმად, ინვესტორმა სამი წლის განმავლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ღვინის, ციფრული ხელოვნების, ტექნოლოგიების მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები შექმნას. ამავე დროს, იგი ვალდებულია ობიექტის პროფილი 10 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close