რა უნდა იცოდე, თუ სახლის პირობებში გიწევს ანალიზების ჩაბარება

ლაბორატორიული მომსახურების ბინაზე გამოძახება გონივრული არჩევანია, რომლითაც დროსა და ენერგიას ზოგავ და თავიდან ირიდებ სტრესს. სახლის პირობებში ანალიზის ჩაბარება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ვინაიდან სამედიცინო პერსონალი პროტოკოლისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას თავად უზრუნველყოფს, თუმცა კვლევების შედეგების სიზუსტე დამოკიდებულია როგორც პროცედურის სწორად წარმართვაზე, ისე პაციენტის სათანადო მზაობაზე.
ლაბორატორია მეგალაბი ოპერირებს JCI აკრედიტაციითა და ISO 15189 სტანდარტებით. ეს მომსახურების მაღალი ხარისხის საერთაშორისო ნიშნულებია. ხარისხის მაღალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად საჭიროა როგორც საკვლევი მასალის სწორად აღება, შენახვა, ტრანსპორტირება, ისე ანალიზის ჩაბარებამდე გარკვეული წესების დაცვა.
როგორ უნდა მოემზადოთ ანალიზებისთვის
სხვადასხვა ტიპის ანალიზები პაციენტის მხრიდან განსხვავებულ მომზადებას საჭიროებს. ხშირად, კვლევის ჩატარებამდე საკვებისა და სასმლის მიღება და ჰიგიენური პროცედურების ჩატარებაა საყურადღებო.
მაგალითად, სისხლში გლუკოზისა და ლიპიდური სპექტრის განსაზღვრისთვის აუცილებელია, პაციენტმა კვლევამდე 8-12 საათის განმავლობაში საკვები არ მიიღოს. ხშირი შეცდომაა, ასევე, დილით ყავის დალევაც. საკვებისა თუ ყავის მიღება გავლენას ახდენს კვლევის შედეგების სიზუსტეზე. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ცრუ მაღალი მაჩვენებლები, ოპტიმალური მიდგომაა კვლევის დილის საათებში დაგეგმვა, რაც უზმოდ ყოფნაში დაგეხმარებათ.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული კვლევა სისხლის საერთო ანალიზია, რომლისთვისაც მკაცრი დიეტური წესების დაცვა საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, სასურველია, პაციენტმა თავი შეიკავოს განსაკუთრებით ცხიმიანი საკვებისგან. ეს უზრუნველყოფს საკვლევ მასალაში უკეთეს ხილვადობას. ნეიტრალური, მსუბუქი საუზმე უსაფრთხო არჩევანია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარებამდე.
ლაბორატორიული კვლევების ბინაზე გამოძახება ასევე პოპულარულია ვირუსების დიაგნოსტიკისთვის, რაც ხშირად გულისხმობს ყელიდან თუ ცხვირის ღრუდან ნაცხის აღებას. ამ შემთხვევაში, ჰიგიენური პროცედურებისგან თავის შეკავებაა საჭირო. მაგალითად, კბილების გახეხვამ ან სავლების გამოყენებამ შესაძლოა, არეალი ვირუსისგან დროებით გაათავისუფლოს, რაც ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი ხდება.
რასაკვირველია, ლაბორატორიული კვლევის ბინაზე გამოძახებისას რეკომენდებულია დააზუსტოთ, რა სახის მომზადებას ითვალისწინებს თქვენ მიერ დაჯავშნილი კვლევები და რა უნდა გაითვალისწინოთ ანალიზის ჩაბარებამდე.
პრაქტიკული რჩევები მობილური ჯგუფის მოსვლამდე
პაციენტის მომზადების გარდა, მობილური ჯგუფის ვიზიტამდე შეგიძლიათ რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინოთ, რაც პროცესს კიდევ უფრო უმტკივნეულოს გახდის.
- განათება – შეარჩიეთ კარგად განათებული ადგილი ფანჯარასთან ან სინათლის სხვა წყაროსთან, რაც ექთანს პროცედურის ჩატარებას გაუმარტივებს.
- ტემპერატურა – ეცადეთ, ოთახში კომფორტული ტემპერატურა იყოს. ეს როგორც თქვენთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის იქნება ხელსაყრელი. დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა, სისხლძარღვების შევიწროებაც გამოიწვიოს, რაც სამედიცინო მანიპულაციას ართულებს.
- დოკუმენტაცია – რეგისტრაციის სწრაფად გასავლელად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას იქონიეთ.
- დამატებითი უსაფრთხოება – თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ, ჰიგიენის ნორმების დასაცავად, ისინი დროებით ოთახიდან გაიყვანეთ.
პროცედურის დასრულებისთანავე ექთანი მასალას სპეციალურ კონტეინერში მოათავსებს, რაც ნიმუშის ლაბორატორიამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პასუხების მისაღებად კლინიკაში მისვლა საჭირო არ არის. შედეგებს დისტანციურად, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ.
მაღალი ხარისხის მომსახურება სახლიდან გაუსვლელად
ბინაზე ლაბორატორიული მომსახურება თანამედროვე მედიცინის კომფორტია, რომელიც თქვენს დროსა და ენერგიას ზოგავს. მარტივი წესების დაცვა, იქნება ეს დიეტური შეზღუდვა თუ შესაბამისი გარემოს შექმნა, კვლევების მაღალი ხარისხის დაცვით ჩატარებას უწყობს ხელს და სამედიცინო პერსონალს საკუთარი საქმის ზედმიწევნით და ზუსტად შესრულებაში ეხმარება. მეგალაბის გუნდი მზად არის, თქვენთვის აუცილებელი ლაბორატორიული მომსახურება მოგაწოდოთ იქ, სადაც თავს ყველაზე დაცულად გრძნობთ.
ბინაზე მომსახურების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: +995 32 2 051 111



