საზოგადოებასაბერძნეთი

დემოგრაფიული ვარდნა – საბერძნეთში 714 სკოლა დაიკეტა

ხვალ, 11 სექტემბერს, საბერძნეთში სკოლის ზარი დაირეკება და ახალი სასწავლო წელი დაიწყება – 2010 წელთან შედარებით 44 ათასით ნაკლები პირველკლასელით. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით არსებული 13 478 სკოლიდან (ორივე დონე) 714 სკოლა დაიკეტა მოსწავლეთა არარსებობის გამო, ძირითადად, დაწყებითი სკოლები. ამის შესახებ „კათიმერინი“ წერს.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 19%-ით შემცირდა. თუ 2010 წელს პირველ კლასში 115 ათასზე მეტი ბავშვი ირიცხებოდა, 2025 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 71 ათასია. დემოგრაფიული კრიზისი აღარ არის მხოლოდ შორეული სოფლების ან კუნძულების პრობლემა – მან გავლენა მოახდინა ისეთ დიდ ქალაქებზე, როგორიცაა ათენი და თესალონიკი.

ყოველწიურად საბერძნეთში დაახლოებით 700 სკოლა იკეტება მოსწავლეთა არარსებობის გამო. განათლების სამინისტროს გამოცდილი თანამშრომლები „კათიმერინთან“ „დემოგრაფიული პრობლემის გამო არმაგედონზე“ საუბრობენ. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დაწყებით სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 111 388 ბავშვით შემცირდა. სულ დაწყებით, საშუალო განათლებაში და პროფესიულ სკოლებში 2025-2026 წლებში დაახლოებით 1 210 000 მოსწავლე ისწავლის, მაშინ როცა შვიდი წლის წინ, 2018-2019 წლებში, მათი რაოდენობა 1 363 912 იყო.

„დემოგრაფია განათლების სისტემის მთავარი გამოწვევაა“, – აღიარა განათლების სამინისტროს გენერალურმა მდივანმა იანის პაპადომარკაკისმა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ რაიონში სკოლები ერთი მოსწავლითაც კი აგრძელებენ მუშაობას.

სად დაიკეტა სკოლები:

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ პრობლემა საერთოეროვნული მასშტაბისაა. ბავშვების არასაკმარისი რაოდენობის გამო სკოლები იხურება არა მხოლოდ იზოლირებულ რეგიონებში, არამედ დიდ ცენტრებშიც, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ღრმაა დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: უკანასკნელი ბერძენი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close