მიგრაციამსოფლიოსაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, მოწმდება სოციალური ქსელები – „ამერიკაში ცხოვრება პრივილეგიაა და არა უფლება“

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ვებსაიტის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ვიზებისა და მწვანე ბარათების გაცემისას მიგრანტების სოციალურ მედიას „ანტიამერიკული იდეოლოგიების“ არსებობაზე შეამოწმებს.

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ახალი წესები ვრცელდება მათზე, ვისაც სურს შეერთებულ შტატებში ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ აკრიტიკებს ამერიკულ პოლიტიკას. სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა: „თუ გძულთ ამერიკა, ნუ შეეცდებით ამერიკაში ცხოვრებას“.

USCIS-ის წარმომადგენელმა მეთიუ ტრაგესერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იმიგრაციული შეღავათები, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა, პრივილეგიაა და არა უფლება“.

Associated Press-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები.

სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.

უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.

ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე, ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

Fox News-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მრავალი ინიციატივა წამოიწყო, რომლებიც მიზნად ისახავს იმიგრაციის შეზღუდვას და ვიზების გაუქმებას შეერთებული შტატების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტმა Fox News-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 6000 ვიზა გაუქმდა, ძირითადად, ვიზის ვადის გასვლის შემდეგ ან კანონის დარღვევის შემთხვევებში, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, ძარცვისა და ტერორიზმის მხარდაჭერის გამო.

მანანა ბანძელაძე

ორი ქვეყნის მოქალაქე სერგეი ოჩიგავა აშშ-ში პასპორტის, ბილეთისა და ვიზის გარეშე ჩაფრინდა – სპეცსამსახურები ინციდენტის დეტალებს იძიებენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close