მუსიკოსი 3 დღეში 70 წლის გახდებოდა – იგი 1955 წლის 24 აგვისტოს დაიბადა ბათუმში.
მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა, 1977 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იგი 1977-1979 წლებში მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, 1982-1992 წლებში – გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე; 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა. მამუკა ჩარკვიანმა 1993 წლიდან მუსიკალური კარიერა გააგრძელა.
1995 წლიდან იგი ხშირად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე და საკუთარ სიმღერებს ასრულებდა, რომლებსაც, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ქმნიდა. გამოცემული აქვს ალბომები. არის სიმღერის ფესტივალ „ლიგის“ პირველი პრემიის მფლობელი ნომინაციაში „ქართული ტრადიციული სიმღერა“ – სიმღერისთვის „მწვანე რტოები“ (1996); XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“ (1999); ოქროს დისკი ნომინაციაში „წლის საუკეთესო სიმღერა“ – სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“.
მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“; 2020 წელს მიენიჭა ღირსების ორდენის კავალრის წოდება, 2023 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.
კომენტარები