საზოგადოებასაქართველო

გარდაიცვალა ევროპული ცივილიზაციის დიდი მკვლევარი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი

დღეს, 13 აგვისტოს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი, ელინისტი. 

რისმაგ გორდეზიანი 1940 წლის 9 ივნისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში – კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

იგი არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი (მათ შორის, „კლასიკური ფილოლოგიის შესავალი“; „მითების სიბრძნე“; „ბერძნული ლიტერატურა“; „ძველი და ახალი ბერძნული ენა“; „წინაბერძნული და ქართველური“).

რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იგი  2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

დაკავშირებულ თემაზე:  რა მიაჩნდა რისმაგ გორდეზიანს ყველაზე დიდ უბედურებად…

„4000“ – ფილმი მრავალსაუკუნოვან ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close