მსოფლიოეკონომიკასაზოგადოება

რამდენს ხარჯავენ ევროპის ქვეყნები თითო პენსიონერზე

Visual Capitalist-მა, Eurostat-ის 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის 35 ეკონომიკაში საშუალოდ ყოველწლიურად თითო პენსიონერზე გაცემული პენსიის მოცულობა დაითვალა და ის ქვეყნები გამოავლინა, რომლებიც ამ მიზნით ყველაზე მეტს ხარჯავენ. სტატიაში, ასევე, მოცემულია დანახარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ).

ცნობისთვის, საპენსიო ხარჯი მთლიანი საპენსიო გადასახდელის პენსიონერთა რაოდენობაზე გაყოფით განისაზღვრა. ის გადაყვანილია როგორც ევროში, ისე მსყიდველობითი უნარის სტანდარტში (PPS), რაც თითოეული ქვეყნის ფასების დონის გათვალისწინებით გამოითვლება.

როგორც მონაცემებიდან გაირკვა, მდიდარი დასავლური ეკონომიკები, როგორიცაა: ისლანდია, ლუქსემბურგი და ნორვეგია – პენსიონერზე წელიწადში €30,000-ზე მეტს ხარჯავენ. ამ ქვეყნების რეიტინგში დაწინაურება მხოლოდ სიმდიდრეს არ უკავშირდება, არამედ მყარ საპენსიო სისტემებს – სავალდებულო დანაზოგების მოდელს, მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობასა და დივერსიფიცირებულ ეკონომიკას.

რეიტინგის ხუთეულს დანია და შვეიცარია ასრულებენ – ორივე ქვეყანა უნივერსალურ საბაზო პენსიას სავალდებულო პროფესიულ საპენსიო სქემებთან აკავშირებს. საინტერესოა, რომ ამ ხარჯების მიუხედავად, მათ ბიუჯეტში პენსიების წილი 9%-ს არ აჭარბებს (გაცილებით ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, მშპ-ის 12.2%-ზე), რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მაღალი გადასახადები და ეფექტიანი განაწილება სისტემის მდგრადობის საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და უნგრეთი პენსიებზე მშპ-ის დიდ ნაწილს ხარჯავენ, თუმცა დაბალი საგადასახადო ბაზა პენსიის მოცულობას €7,000-ზე ქვემოთ ტოვებს.

იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი პენსიებზე მშპ-ის 9-12%-მდე ხარჯავენ, თუმცა ერთ პენსიონერზე განაწილებული თანხა ხშირად €20,000-საც ვერ აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ფასების გათვალისწინებით (PPS) ეს თანხები იზრდება, მაინც აშკარაა, რომ მდგრადობა პრობლემურია. ამის მიზეზი კი, სპეციალისტების შეფასებით, დაბალი დემოგრაფიული ზრდა, პენსიაზე დიდხანს მყოფი მოსახლეობა და ეკონომიკური ზრდის სუსტი ტემპია.

რეიტინგი ქვეყანა პენსია ერთ პენსიონერზე (ევრო) პენსია (PPS)* პენსიის წილი მშპ-ში
1 ისლანდია €36,000 20,700 6.8%
2 ლუქსემბურგი €31,800 20,800 5.5%
3 ნორვეგია €30,900 20,100 5.6%
4 დანია €30,200 20,600 8.3%
5 შვეიცარია €27,000 14,800 8.5%
6 ავსტრია €24,300 21,200 11.1%
7 ნიდერლანდები €24,100 20,200 8.7%
8 ბელგია €22,600 18,900 9.1%
9 შვედეთი €22,400 17,200 9.3%
10 ირლანდია €21,800 15,300 3.0%
11 ფინეთი €21,100 16,400 10.7%
12 იტალია €19,600 19,500 10.6%
13 საფრანგეთი €18,900 17,200 12.1%
14 ესპანეთი €18,100 19,400 8.9%
15 გერმანია €17,900 16,500 8.9%
16 კვიპროსი €12,500 13,100 6.0%
17 საბერძნეთი €12,300 14,600 11.6%
18 პორტუგალია €11,300 13,200 10.1%
19 მალტა €10,600 11,400 4.4%
20 სლოვენია €8,900 10,200 8.0%
21 ჩეხეთი €8,400 10,100 7.1%
22 ესტონეთი €7,300 7,800 4.4%
23 პოლონეთი €6,900 11,700 7.8%
24 ლატვია €5,700 7,400 7.0%
25 ლიტვა €5,300 7,100 5.5%
26 რუმინეთი €5,100 9,600 7.3%
27 უნგრეთი €5,000 8,000 5.4%
28 ხორვატია €4,900 7,200 5.1%
29 სლოვაკეთი €4,800 6,000 6.2%
30 მონტენეგრო €4,000 7,100 5.3%
31 ბულგარეთი €3,600 6,600 6.7%
32 სერბეთი €3,500 6,100 6.3%
33 ბოსნია და ჰერცეგოვინა €3,000 5,600 5.9%
34 თურქეთი €2,900 8,100 3.3%
35 ალბანეთი €1,600 3,000 5.3%
ევროკავშირის საშუალო €16,100 16,100 9.3%

forbes.ge

ამავე თემაზე: რომელ ევროპულ ქვეყნებშია საუკეთესო საპენსიო სისტემები?

საპენსიო ასაკი ევროპის ქვეყნებში – მოსალოდნელია თუ არა ზრდა?

საბერძნეთში საპენსიო ასაკი 1,5 წლით გაიზრდება 2027 წლის შემდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close