საქართველოსპორტი

ქართველი „ჰალკის“ მორიგი ტრიუმფი – მან იტალიელი მეტოქე გაანადგურა 5:0 და კვლავ მსოფლიო ჩემპიონია!

ჩიკაგოში, EAST WEST 18-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა, მეტსახელად „ჰალკი“,  სუპერმძიმე წონით კატეგორიაში იტალიელი ერმეს გასპარინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

საგინაშვილმა მეტოქეს ყველა რაუნდში აჯობა და საბოლოოდ 5:0 მოიგო. ეს იტალიელთან კარიერაში მისი მეორე გამარჯვება იყო. ისინი პირველად ერთმანეთს 2023 წელს შეხვდნენ და მაშინ ლევანმა უმძიმეს ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვა.

ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს პირველად 2024 წელს, დევონ ლარატის დამარცხების შემდეგ დაეუფლა. აშშ-ში გამართულ შეჯიბრებაში ლევან საგინაშვილმა მონაწილეობა კარიერაში მეორედ მიიღო.

ლევან საგინაშვილის სიმაღლე 190 სმ-ია და 180 კგ-ს იწონისს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწერილობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწერილობა – 58 სმ.

უძლეველი ქართველი ჰალკი ამერიკული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს შეერკინა – სახალისო ვიდეო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close