ნუცა ბუზალაძე დაინიშნა – ვინ არის მომღერლის რჩეული

28 წლის ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული 55 წლის მილიონერი დარენ პრინცია. დარენი ცნობილი ამერიკელი პროდიუსერია, რომელიც ცნობილ ადამიანებთან და სპორტსმენებთან მუშაობს. ის ასევე არის მწერალი და ავტორი ბესტსელერისა „Aiming High“.
წყვილს შორის 26-წლიანი სხვაობაა. ნუცა ბუზალაძემ ნიშნობის ბეჭდის არაერთი ფოტო გაგვიზიარა. ბეჭედი ძალიან ჰგავს ცნობილი ბრენდის, Tiffany & Co.-ს ნიშნობის ბეჭდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს – Tiffany Solest-ს. ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 19 000-იდან 30 000 დოლარამდეა.
როგორც ნუცა სოციალურ ქსელში წერს, მათი „ლავსთორი“ American Idol-ის კონკურსში დაიწყო. მისი თქმით, ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ მათი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. ცნობილია, რომ დარენს მანამდე ცოლ-შვილი არ ჰყოლია და ნუცასთან ქორწინება პირველი იქნება.
„მე ვთქვი კი. Darren ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა American Idol-ის ფინალში ვმღეროდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი, ის იყო სუუუუპერ აგენტი! მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გავაფორმე მის კომპანიასთან, ყოველთვის ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა და ჩემი კარიერისთვის შეუძლებელს აკეთებდა.
მაგრამ რაც დროთა განმავლობაში შევნიშნე, იყო უფრო ღრმა და ნამდვილი, მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს.
თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, სიმართლეზე და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. ის გახდა ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძნობდი.
როცა ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული.
ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებდა, რომელიც ყოველდღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი.
ახლა, როცა ჩვენს ახალ თავგადასავალს ვიწყებთ, სიყვარულით და მადლიერებით ვამბობ:
დიახ. ბედნიერი ვარ და მზად ვარ გავხდე Mrs. Prince“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.
მანანა ბანძელაძე
როგორი ბიჭები მოსწონს ნუცას და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში – ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან (ვიდეო)
კომენტარები