
თელ-ავივში ბენ გურიონის აეროპორტის სასაზღვრო სამსახურმა ამ კვირაში საქართველოს 8 მოქალაქის ისრაელში უკანონო შესვლის მცდელობა აღკვეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რვა ცალკეულ შემთხვევაში 40-50 წლის ასაკის 4 მამაკაცი და 4 ქალი დააკავეს, როდესაც ისინი ისრაელის ყალბი პასპორტებით ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ.
დაკავებულები თელ-ავივში სხვადასხვა რეისით ჩაფრინდნენ. გამოკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს და უკან, საქართველოში დააბრუნეს.
ახლა ისრაელში მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ სად მზადდება ყალბი პასპორტები.
საიმიგრაციო პოლიციის მონაცემებით, ქართველი არალეგალი იმიგრანტები ისრაელში ყველაზე აქტიურ სამუშაოს მაძიებლებს შორის არიან. ისინი ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლას სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ, მათ შორის, მომლოცველების საფარქვეშ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები