ქართველები უცხოეთშიკრიმინალისაქართველო

რომში „კანონიერი ქურდი“, „ლა­ვა­ს­ოღ­ლი ბათუმელი“ დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, 22 მა­ისს რო­მის „ჩამ­პი­ნოს“ აე­რო­პორ­ტში დააკავეს 43 წლის მინ­დია გო­რა­ძე – ბა­თუმ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი საქართველოს მოქალაქე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც „ლავასოღლი ბათუმელი“. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რომში კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

„ლავასოღლი“ იტა­ლი­ის სპეც­რაზმის, სა­ჰა­ე­რო პო­ლი­ცი­ის და სა­სა­ზღვრო დაცვის თანამშრომლებმა სა­ერ­თა­შო­რი­სო საპოლიციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამსახურთან კოორდინაციით დააკავეს, როდესაც ე. წ. „კანონიერი ქურდი“ გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჯდებოდა. დაკავებული რეჯინა კოელის ციხეში გადაიყვანეს.

„ლავასოღლი“ კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

მინდია გორაძე ბოლოს 2023 წელს დააკავეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. მაშინ, გამოძიების მტკიცებით, საერთაშორისოდ ძებნილი „ლავასოღლი“ ტირანაში ყალბი პასპორტითა და უკრაინის მოქალაქის გვარით იმალებოდა და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. უცნობია, როგორ მოახერხა მაშინ „კანონიერმა ქურდმა“ ციხისგან თავის არიდება.

მინ­დია გო­რა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მო­ი­ცავ­ს სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლს, მათ შორის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ებს – ქურ­დო­ბას, რე­კეტ­სა და ფინანსურ მაქინაციებს.

„ლავასოღლის“ საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, დაუსწრებლად, ჯამში 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

„ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და მისი ავტორიტეტი ქვეყნის გარეთაც  ვრცელდებოდა.

მანანა ბანძელაძე

ადრე ვწერდით, რომ ალბანეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ [ლავასოღლი] დააკავეს

ალბანეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

მანამდე, 2018 წელს „ლავასოღლი“ (მინდია გორაძე) თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში (ტრაბზონი) დააკავეს და თურქეთი მის საქართველოში ექსტრადირებას ცდილობდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close