თუ Wizz Air-ის მომსახურებით უკმაყოფილო ხართ, უკვე შეგიძლიათ საჩივარი ქართულადაც გაგზავნოთ

Wizz Air-ის მობილური აპლიკაცია და სატელეფონო მომსახურება ახლა უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ავიაკომპანია იტყობინება. კერძოდ, შესაძლებელი ხდება სატელეფონო მომსახურების მიღება და საჩივრების ქართულად გაგზავნა.
„ქართულენოვანი აპლიკაცია ავიაკომპანიის მხრიდან კიდევ ერთი ინვესტიციაა ციფრულ განვითარებასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ, ლოკალურ გადაწყვეტილებებში. ქართველი მგზავრები ბევრად მარტივად შეძლებენ აპლიკაციით სარგებლობას – ფრენების ძიება, დაჯავშნა და ბილეთების მართვა უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად მოხდება“, – იუწყება ავიაკომპანია.
Wizz Air-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android პლატფორმებზე და მოიცავს ფუნქციებს, როგორიცაა: მობილური რეგისტრაცია, რეალურ დროში ფრენის განახლებები, „ბორდინგპასის“ შენახვა, შეტყობინებები ფრენის სტატუსის შესახებ. მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოტვირთვა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლიათ.
ცნობისთვის, Wizz Air-ი საქართველოში, ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან დაფრინავს. დღემდე ავიაკომპანიის თვითმფრინავებით 6 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იმგზავრა როგორც საქართველოდან, ისე საქართველოში.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: პირველი აპრილიდან Wizz Air-ი ბორტზე მომსახურების წესებს ცვლის
პირველი აპრილიდან Wizz Air-ი ბორტზე მომსახურების წესებს ცვლის
კომენტარები