მიგრაციაქართველები უცხოეთში

ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქე ჩარტერული რეისით გამოადეპორტეს

BBC-ის ინფორმაციით, 27 თებერვლის საღამოს ირლანდიიდან საქართველოში 32 მოქალაქე ჩარტერული რეისით გამოადეპორტეს.

გამოცემის ცნობით, ყოველი პირი, რომელიც ჩარტერული რეისით თბილისში გადაიყვანეს, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც დეპორტაციის ბრძანებას ექვემდებარებოდა.

32 დეპორტირებულ პირთაგან 28 მამაკაცია, 3 ქალი, ხოლო 1 მცირეწლოვანი, რომელიც მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს იყო პირველი ოპერაცია, რომელიც ირლანდიის მთავრობის მიერ დეპორტაციისთვის ჩარტერული ფრენების უზრუნველყოფის მიზნით გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.

„ჩემი და მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ ჩვენი იმიგრაციის კანონები ეფექტიანია და მათ აღვასრულებთ.

ხალხს უფლება აქვს, ენდოს ჩვენს იმიგრაციის სისტემას, ხოლო იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ ქვეყნის დატოვებაზე, როცა მათ ეს მოეთხოვებათ, შედეგები უნდა არსებობდეს“, – თქვა ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაგანმა და დაამატა, რომ სამომავლოდ კვლავ იქნება ამგვარი ჩარტერული რეისები დაგეგმილი.

ირლანდიის ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს (GNIB) კომისარმა დრიუ ჰერისმა განაცხადა, რომ საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია „ბოლო 6 წელიწადში GNIB-ის მიერ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო“.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close