ქართველები უცხოეთშისპორტი

ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს თმობს – რა არის მიზეზი?

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ქამარს თმობს, რითაც ამ კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ვაკანტური ხდება. ინფორმაციას UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი დენა უაითი ადასტურებს.

„თოფურია თვლის, რომ ამ წონით კატეგორიაში მან ყველაფერი გააკეთა, თავისი მემკვიდრეობა დატოვა და [66 კილოგრამამდე] წონის შენარჩუნებას უკვე ვეღარ ახერხებს. ასე რომ, თოფურია 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გადაინაცვლებს და ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარს გაათავისუფლებს“, – განაცხადა უაითმა და აღნიშნა, რომ თოფურიას მომდევნო ბრძოლის თარიღს დეტალების სრულად გავლის შემდეგ დაადასტურებს.

თოფურიას მიერ საჩემპიონო ტიტულის დათმობის შემდეგ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვის ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის UFC 314-ზე, 12 აპრილს გაიმართება. ილია თოფურია კი ზედა ზონაში, მსუბუქ დივიზიონში გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ილია თოფურიამ UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო.

forbes.ge

ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

UFC-ს ქართველ ჩემპიონზე ესპანელებმა ფილმი „მატადორი“ გადაიღეს – სად და როდის არის შესაძლებელი მისი ნახვა (ვიდეო)

UFC-ს ქართველ ჩემპიონზე ესპანელებმა ფილმი „მატადორი“ გადაიღეს – სად და როდის არის შესაძლებელი მისი ნახვა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close