ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 იანვარი – 2 თებერვალი
ახალ კვირას ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები მოაქვს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ამ კვირის დასაწყისში, 27 და 28 იანვარს, მთვარის ბოლო დღეებია. ეს კარგი პერიოდია ფსიქოლოგიური განტვირთვისთვის. ახალმთვარეობა კვირის შუაშია, რასაც მზარდი მთვარე მოჰყვება. ამ დროის განმავლობაში დაიწყეთ ახალი პროექტები, ჩაიფიქრეთ სურვილები და შეცვალეთ თქვენი იმიჯი. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ თქვენს ემოციებთან დაკავშირებით და გარშემო მყოფთა მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგახართ – კარიერაში, პირად ცხოვრებაში თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში -ვარსკვლავები მზად არიან შემოგთავაზონ, თუ როგორ გაუმკლავდეთ წარმოქმნილ სიტუაციებს.
ამ კვირის ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, იყოთ უფრო წარმატებული სიყვარულში, ბიზნესში და ფინანსებში. ასე რომ, გამოიყენეთ ასტროლოგთა რჩევები, რათა უფრო მეტი დადებითი ემოცია და წარმატება მიიზიდოთ ცხოვრებაში.
ამ კვირაში ვერძი შესაძლოა კარიერაში მოულოდნელი შემობრუნების წინაშე აღმოჩნდეს. ეს პერიოდი ხელსაყრელია მოლაპარაკებისა და ნებისმიერი სახის დოკუმენტის ხელმოწერისთვის, მაგრამ არ დაუშვათ კონფლიქტები კოლეგებთან. შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადებები, რომლებიც სწრაფ პასუხს მოითხოვს. ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოვლენა და თქვენი იდეების გაზიარება. არსებობს ახალი მეგობრების შეძენის დიდი შანსი. თქვენს პირად ცხოვრებაში ყურადღება უნდა მიაქციოთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას – შესაძლოა, გარკვეული გაუგებრობების მოგვარება დაგჭირდეთ და მოთმინება და გონიერება გმართებთ.
შაბათ-კვირა ხელსაყრელია გართობისთვის, მაგრამ ეცადეთ მთელი ფული არ დახარჯოთ.
სასიკეთო დღეები: 29, 1.
არასასიკეთო დღე: 27.
ამ კვირაში ენერგიითა და ენთუზიაზმით იქნებით სავსე. თქვენს იდეებს მოისმენენ, ასე რომ, არ მოგერიდოთ მათი გაზიარება. მოგიწევთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. პარტნიორების ნდობა ხასიათის კარგი თვისებაა, მაგრამ ხანდახან ჯობია, მათი სანდოობა გადაამოწმოთ. ხუთშაბათი და პარასკევი შეიძლება იყოს კვირის ყველაზე სტრესული და რთული დღეები, რაც თქვენს მოთმინებას და მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს.
მოსალოდნელია სიახლეები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენონ თქვენს პირად ცხოვრებაში. არ დაივიწყოთ ახლობელი ადამიანები, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
კვირას მეგობრებს ეწვიეთ და დრო მათთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 29, 2.
არასასიკეთო დღე: 28.
ეს კვირა გპირდებათ, იყოს უჩვეულოდ ნაყოფიერი და გულუხვი სასიამოვნო სიურპრიზებით. წარმატებას მიაღწევთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. თქვენი პროდუქტიულობის დონე მაღალია და შემოქმედებითი იდეებით ხართ სავსე, რაც წარმატების წინაპირობაა. აქტიურობა და საუკეთესოს რწმენა საშუალებას მოგცემთ, რომ თითქმის ყველა თქვენს მიზანს მიაღწიოთ. შესაძლებლობა გექნებათ, დაამყაროთ თქვენთვის სასურველი კავშირები, მაგრამ ფრთხილად იყავით ხარჯებთან და მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს. არ არის გამორიცხული, მარტოხელა ტყუპებმა ქორწინების წინადადება მიიღონ.
შაბათ-კვირა მთლიანად ოჯახის ინტერესებს დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 28, 1.
არასასიკეთო დღე: 29.
კირჩხიბებისთვის ეს კვირა კომუნიკაციის თვალსაზრისით მდიდარი იქნება. შეძლებთ დაამყაროთ ახალი კონტაქტები, რომლებიც მოგვიანებით გამოგადგებათ. პარტნიორთან ურთიერთობაში უფრო ღია და გულწრფელი უნდა იყოთ. არ შეგეშინდეთ თქვენი გრძნობების და გამოცდილების გაზიარებისა – ეს გააძლიერებს თქვენს კავშირს. ხელსაყრელი პერიოდია ძველი ბიზნესის დასასრულებლად, მაგრამ არა ახლის დასაწყებად. შეძლებთ, მიიღოთ ის, რაც გსურთ და გააძლიეროთ საკუთარი ავტორიტეტი ირგვლივ მყოფთა თვალში.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ და განიტვირთოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 31, 2.
არასასიკეთო დღე: 3.
ლომებს შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეექმნათ სამსახურში. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ და მშვიდად იყოთ. თქვენს ძალისხმევას მალე შენიშნავენ და აუცილებლად მიიღებთ იმ აღიარებას, რომელსაც იმსახურებთ. შემოგთავაზებენ ახალ იდეებს და მოულოდნელ პერსპექტივებს. თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად გაძლიერდება, რაც თქვენს პროფესიულ თუ სოციალურ პოზიციაში პოზიტიური ცვლილებების საფუძველს შექმნის. შუა კვირაში თქვენმა ახლობელმა შეიძლება დახმარება გთხოვოთ. ნუ იჩქარებთ უარის თქმას, კარგი საქმეები აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ.
შაბათ-კვირას თქვენი ენერგია სახლის სივრცის გაუმჯობესებაზე მიმართეთ, იყიდეთ რაიმე ინტერიერისთვის, მოამზადეთ გემრიელი კერძი და ა. შ.
სასიკეთო დღეები: 27, 3.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში ქალწულები სავსე იქნებიან იდეებითა და შემოქმედებითი აღმაფრენით. შესანიშნავი დროა დიდი ხნის გადადებული პროექტების განსახორციელებლად. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი კვლევისთვის. ეცადეთ, თავს არავის მოახვიოთ თქვენი აზრი, ამან შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს. ნეგატიური ემოციები პარასკევისთვის დაგროვდება. ეცადეთ, ამ ემოციებისგან გათავისუფლდეთ, მაგალითად, სპორტდარბაზში. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას იყავით უფრო ტოლერანტული და ეცადეთ, რომ გაუგოთ მათ.
კვირის ბოლოს შესაძლებელია სასიამოვნო მოვლენამ ან საყვარელი ადამიანის სიურპრიზმა გაგახაროთ.
სასიკეთო დღეები: 30, 2.
არასასიკეთო დღე: 3.
სასწორს შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა შეექმნას. ეცადეთ, არ იჩქაროთ და კარგად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზედმეტ საქმეს ნუ აიღებთ, უმჯობესია გონივრულად შეამციროთ მათი რაოდენობა და ხარისხზე იზრუნოთ, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ. პერიოდი ხელსაყრელია ფინანსური ინვესტიციებისთვის, შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი. კარგი დროა, ასევე, უძრავი ქონების ან მანქანის შესაძენად. პირად ცხოვრებაში ყურადღება უნდა მიაქციოთ პარტნიორს – სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი თემების განხილვა მოგიწევთ.
შაბათ-კვირას თქვენი კომუნიკაბელურობით ნებისმიერი წვეულების სული და გული გახდებით.
სასიკეთო დღეები: 28, 2.
არასასიკეთო დღე: 31.
ამ კვირაში უმჯობესია არ იჩქაროთ, დაიცავით გარკვეული წესები და შეეცადეთ, აკონტროლოთ შინაგანი კონფლიქტური იმპულსები. ვარსკვლავები გირჩევენ, გულს ენდოთ და არჩევანი სიყვარულის სასარგებლოდ გააკეთოთ და არა მოვალეობის გამო. ნუ გაჯიუტდებით და თქვენს ზოგიერთ პრინციპს გადახედეთ.. ხუთშაბათს შეგიძლიათ ელოდოთ მოგებას და შექებას ხელმძღვანელებისგან. თქვენი ავტორიტეტი სამსახურში იზრდება. ეს კვირა შესანიშნავი დროა ახალი პროექტების დასაწყებად და ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.
კვირის ბოლოს შესაძლებელია მოულოდნელი სასიამოვნო შეხვედრები. ურთიერთობებში მეტი მზრუნველობა და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების მიმართ.
სასიკეთო დღეები: 31, 2.
არასასიკეთო დღე: 1.
ამ კვირაში მშვილდოსანს სამსახურში შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შეექმნას. არ ინერვიულოთ – გამოიყენეთ ეს დრო თვითრეფლექსიისთვის და თქვენი მიზნების ანალიზისთვის. შეეცადეთ, უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ ყველაფერს, თქვენ გაქვთ არა მხოლოდ ნაკლოვანებები, არამედ ბევრი უპირატესობაც. ამ კვირაში რამდენიმე მოვლენა გელოდებათ, რაც ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. პირად ცხოვრებაში უფრო გახსნილი უნდა იყოთ ახალი ნაცნობებისთვის.
შაბათ-კვირას საუკეთესო იქნება, თუ დროს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 29, 3.
არასასიკეთო დღე: 2.
ამ კვირაში თხის რქები არაჩვეულებრივად წარმოჩინდებიან პროფესიულ სფეროში. თქვენი ძალისხმევა დაფასდება და კარიერული წინსვლაც შესაძლებელი გახდება. ნუ იჩქარებთ, გონივრული იქნება, ყველა დამღლელი და მოსაწყენი დავალება ხუთშაბათამდე დაასრულოთ, პარასკევი კი შეგიძლიათ მომავალი კვირის გეგმების შედგენას დაუთმოთ. თქვენს პირად ცხოვრებაში ღირს ყურადღება მიაქციოთ ურთიერთობების ემოციურ კომპონენტს – გულწრფელი საუბრები ხელს შეუწყობს თქვენი კავშირის გაძლიერებას.
შაბათ-კვირას წადით სადმე კონცერტზე ან წვეულებაზე. ცოტა თავისუფალი დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ და ისიამოვნეთ.
სასიკეთო დღეები: 27, 3.
არასასიკეთო დღე: 31.
ამ კვირაში მერწყულმა შესაძლოა ცვლილებების საჭიროება იგრძნოს. ეს პერიოდი შესაფერისია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად ან მოგზაურობისთვის. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, თქვენი ხარჯები არ შეესაბამება თქვენს შემოსავალს. ეს პერიოდი ხელსაყრელია პოლიტიკური კარიერის ან სასამართლო პროცესის დასაწყებად, ასევე, პროფესიის ნებისმიერი ცვლილებისთვის. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, იყოთ უფრო ღია და გაუზიაროთ თქვენი იდეები.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო ბუნებაში გაატაროთ – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 29, 30.
არასასიკეთო დღე: 27.
თევზებისთვის ეს კვირა ემოციებით სავსე იქნება. შესაძლოა, ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ. შეეცადეთ, იყოთ ტოლერანტული და ღია დისკუსიისთვის. პროფესიულ სფეროში უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, რაც შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ხუთშაბათს მაქსიმალურად მოერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობას, რადგან ამან შეიძლება ხელი შეგიშალოთ თქვენი გეგმების განხორციელებაში. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა.
შაბათ-კვირას დრო საკუთარ თავს და თქვენს სხვადასხვა ჰობის დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 27, 1.
არასასიკეთო დღე: 2.
თამთა გურული
კომენტარები