ვიდეომოდა/სილამაზესაზოგადოება

სუპერმოდელი ბინკა ბალტი სოციალურ ქსელში უთმოდ გამოჩნდა: „მე ეს გავაკეთე!“ (ვიდეო)

იტალიელი სუპერმოდელი ბიანკა ბალტი, რომელიც ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის, მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ ინსტაგრამზე მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდა, ახლა მთლიანად გადაპარსული თავით წარდგა გამომწერების წინაშე და დაწერა: ‘I Did It’.

ბიანკა ბალტი აგრძელებს ერთგვარ „დღიურს“ სოციალურ ქსელში თავისი მძიმე სენის, საკვერცხეების კიბოს შესახებ, რომელიც მას სექტემბერში დაუდგინეს.

მოკლე ვიდეოს, რომელიც ბალტიმ გამოაქვეყნა, ფონად გასდევს ხმა: ‘And She Gave No Fucks. Not Even One. And She Lived Happily Ever After The End’, რაც ასე შეიძლება ითარგმნოს: „მას ერთხელაც არ დაუწუწუნია და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა დასრულების შემდეგ“.

იტალიელმა ტოპმოდელმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში 40 წელი შეუსრულდა, ქიმიოთერაპიით მკურნალობა 14 ოქტომბერს დაიწყო: „ნაბიჯ-ნაბიჯ“, – დაწერა მან იმ დღეს ინსტაგრამზე და თავის 1,5 მილიონ გამომწერს აცნობა, რომ ქიმიოთერაპიას იწყებდა. „რაც მალე დავიწყებ, მით მალე დავამთავრებ… არ ვღელავ, უბრალოდ, გაღიზიანებული ვარ, რადგან ძალზე მრავალფეროვანი გეგმები მაქვს უახლოესი მომავლისთვის“.

ორი წლის წინ, ისევე როგორც მანამდე ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ანჯელინა ჯოლიმ, ბალტიმ გაიკეთა პროფილაქტიკური ორმაგი მასტექტომია (ორივე ძუძუ მოიკვეთა – რედ.) მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგად გაიგო, რომ Brca1 გენეტიკური მუტაცია ჰქონდა, რომელიც ექსპონენციურად ზრდის ძუძუს და/ან საკვერცხის კიბოს რისკს. „იმიტომ, რომ თავს უფლებას ვერ მივცემ, ავად ვიყო. იმიტომ, რომ მინდა, ჩემმა გოგონებმა, – წერდა იგი მაშინ, – იპოვონ ჩემში ძალა, რომ იმოქმედონ, თუ ერთ დღეს მათაც დაუსვეს დიაგნოზი. რადგან მეტისმეტად მიყვარს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გავაკეთო, რითაც მისი შენარჩუნება შესაძლებელია“.

ბიანკა ბალტი უამრავი ქალისთვის მაგალითია იმისა, როგორ უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის პირზე ღიმილით და დეპრესიაში არ ჩავარდე. მან საკვერცხეების კიბოს ოპერაციის შემდეგ გამომწერები კიდევ ერთხელ გააოცა, როდესაც 5 მარტს ინსტაგრამში თავისი ნაოპერაციები, ნაიარევი მუცლის ფოტო გამოაქვეყნა.

მან დაწერა: „გრძელი გზა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ დავძლევ. ჩემთვის, ჩემი ახლობლებისთვის (მათ სიაში პირველ ადგილზე ჩემი ქალიშვილები არიან) და ყველასთვის, ვისაც ძალები გჭირდებათ, შეგიძლიათ ცოტა ჩემგან წაიღოთ, იმიტომ რომ ბევრი მაქვს. …კიბომ მომცა უნარი, ვიპოვო სილამაზე ცხოვრებისეული დაბრკოლებების მიუხედავად“.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: იტალიელმა სუპერმოდელმა ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაიწყო – რას წერს ბიანკა ბალტი ინსტაგრამზე

იტალიელმა სუპერმოდელმა ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაიწყო – რას წერს ბიანკა ბალტი ინსტაგრამზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close