ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა, მან მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო (ვიდეო)

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა. აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე გამართულ ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ამერიკელი ვარსკვლავი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მაქს ჰოლოუეი წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა. თავისი ბრძოლების ისტორიაში იგი ნოკაუტით აქამდე არასდროს დამარცხებულა. ილიამ კი იგი მესამე რაუნდში სწორედ ნოკაუტში ჩაგდებით დაამარცხა.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ქართველმა „მატადორმა“ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და მეტოქე მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.

მეორე რაუნდიც ქართველი მებრძოლის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესმე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით სძლია.

ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ თოფურიას შერეულ ორთაბრძოლებში სულ 16 შეხვედrა აქვს გამართული და 16-ვეში გამარჯვება მოიპოვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close