ვიდეომედიცინასაქართველო

მომავლის მედიცინა საქართველოში უკვე დაინერგა – საჩხერის ლაბორატორიაში შექმნილ ღეროვან უჯრედებს ყველაზე მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლიათ (ვიდეო)

დღეს მსოფლიოში მომავლის მედიცინად ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას მიიჩნევენ. ღეროვან უჯრედებს, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრის ახალ ლაბორატორიაში შეიქმნება, ყველაზე მძიმე დაავადებების მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.

ღეროვან უჯრედებს სწრაფად შეუძლიათ დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, მათ იყენებენ ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ექიმების თქმით, ე. წ. აღმდგენ უჯრედებს შეუძლიათ განკურნონ სისხლის კიბოს ტიპებით – ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ადამიანი, ასევე, ებრძოლონ ნევროლოგიურ დაავადებებს, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმებს, ღვიძლის ციროზს, ტუბერკულოზს, აუტიზმს; ორგანიზმი გამოაჯანმრთელონ ღვიძლის ან რომელიმე ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ასევე, მოტეხილობების დროს, ქიმიო და სხივური თერაპიის ჩატარებისას, როცა პაციენტის იმუნიტეტი დათრგუნულია. ღეროვანი უჯრედები ექიმებს ეიმედებათ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდაც, ინსულინის გამომყოფი უჯრედების შეყვანით პაციენტის საბოლოდ გამოსაჯანმრთელებლად.

ღეროვანი უჯრედები ადამიანის ორგანიზმში ყველაზე აქტიურად ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში მუშაობენ. ახალშობილს ყოველ 10 000 უჯრედზე ერთი ღეროვანი უჯრედი აქვს, ასაკის მატებასთან ერთად ეს რიცხვი თანდათან იკლებს და ორგანიზმიც სუსტდება, ამ დროს კი არაერთი დაავადება იჩენს თავს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ცოცხალი ორგანიზმების გადანერგვით ადამიანები უფრო სწრაფად განიკურნებიან. უჯრედული თერაპია მსოფლიო მედიცინაში თანდათან ინერგება და ამ მეთოდით ადამიანები რამდენიმე ქვეყანაში უკვე მკურნალობენ.

საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო გუნდმა ცოცხალი უჯრედების შესაქმნელად საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენა. მათ გერმანიასა და შვეიცარიაში გაიარეს სპეციალური მომზადება.

დონორებს უკვე შეუძლიათ, რომ პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ. დაახლოებით სამ კვირაში კი საჩხერის სამედიცინო ცენტრი პირველ პაციენტს მიიღებს, რომელსაც საქართველოში პირველად შექმნილ ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე ფუნქციონირებს ღეროვანი უჯრედების პირველი ლაბორატორია,  რომლის ანალოგზეც ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ოცნებობენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close