ამ მსახიობი მამაკაცის სახე, პრაქტიკულად, ზუსტად ემთხვევა ოქროს კვეთის თანაფარდობას. პლასტიკურმა ქირურგმა ჯულიან დე სილვამ ჩაატარა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ „შურისმაძიებლების“ ვარსკვლავი აარონ ტეილორ-ჯონსონი ოფიციალურად შეიძლება იყოს ყველაზე ლამაზი მამაკაცი ჩვენს პლანეტაზე. სპეციალისტის თქმით, მსახიობის მონაცემები ოქროს კვეთას 93,04%-ით შეესაბამება.
„აარონი აშკარა გამარჯვებულია. გაზომვებმა აჩვენა, რომ მისი სახის ყველა ნაწილი მართლაც ახლოსაა ფიზიკურ სრულყოფილებასთან“, – განაცხადა დე სილვამ.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მამაკაცების რეიტინგში მეორე ადგილი ლუსიენ ლავისკონტმა დაიკავა (ოქროს კვეთას მისი სახის ზომები 92,41%-ით შეესაბამება).
საპატიო ბრინჯაო პოლ მესკალს ერგო (92,38%).
მეოთხე ადგილზე რობერტ პატინსონია (92,15%).
ხუთეულს კი ჯეკ ლოუდენი ასრულებს (90.33%).
ცნობისათვის: რამდენიმე ხნის წინ გამოცემა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბონდიანას“ მომდევნო ფილმში შესაძლოა ჯეიმს ბონდის როლში აარონ ტეილორ-ჯონსონი ვიხილოთ. თავად მსახიობმა მაშინ ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.
ნინო ხოშტარია
ასევე, დაგაინტერესებთ: სილამაზის ელექსირი – საუზმე, რომელიც ერთ თვეში შესანიშნავ ფორმას დაგიბრუნებთ
ზოდიაქოს 5 ნიშნის ბედნიერი წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ
კომენტარები