ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7 – 13 ოქტომბერი
იმ ყველაფრის ორი სიტყვით დახასიათება, რაც ამ კვირაში მოხდება, შეუძლებელი იქნება. ნებისმიერ ინციდენტს, რომელიც ერთი შეხედვით დამთრგუნველად გამოიყურება, შეიძლება ყველაზე დადებითი შედეგი ჰქონდეს და პირიქით, ის, რაც დიდი ხნის ოცნების ასრულებად ჩათვალეთ, მხოლოდ მწარე იმედგაცრუება აღმოჩნდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ღირებული გამოცდილება, საიდანაც ბევრი სასარგებლო გაკვეთილის მიღება შეიძლება. მათგან პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცხოვრების ცვალებად ზღვაში ცურვა უნდა ისწავლო, რადგან არ იცი, რომელ ნაპირზე გაგიყვანს დინება.
ამ კვირაში სამსახურში მშვიდად ნუ იჯდებით, შეეცადეთ იაქტიუროთ. ნებისმიერი საქმის კეთებისას ხელმძღვანელობა ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით, თქვენ მხოლოდ უნდა იმოქმედოთ და წარმატება გარდაუვალია. ხუთშაბათს შეეცადეთ, ძალიან ფრთხილად იყოთ დოკუმენტაციასთან, რათა თავიდან აიცილოთ ხარვეზები და შეცდომები. პარასკევს კარგად დაფიქრდით რაიმე განცხადების გაკეთებისას და ეცადეთ, უაზრო საუბრებში არ ჩაერთოთ. შაბათ-კვირას უმჯობესია თავი აარიდოთ ხმაურიან კომპანიებს და დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 8.
ამ კვირაში არ უნდა დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილ აქტივობებს ვერ დაასრულებთ. გინდათ თუ არა, კონცენტრირება უნდა მოახდინოთ. ყურადღებით იყავით სიახლეების მიმართ, ერთ-ერთმა მათგანმა შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაგიხსნათ. ოთხშაბათს განსაკუთრებული მონდომება და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ – მაშინაც კი, თუ ვინმე თქვენი აზრის შეცვლას შეეცდება. პარასკევს შეიძლება გქონდეთ პროდუქტიულობის უპრეცედენტო მატება, ბევრის გაკეთებას შეძლებთ, თუ მთელ დღეს გართობას არ დაუთმობთ, რაც ასევე საკმაოდ სავარაუდოა.
სასიკეთო დღეები: 7, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებზეც თქვენი მომავალია დამოკიდებული, არ მოუსმინოთ ირგვლივ მყოფთა რჩევებს. ამ კვირაში თქვენი მდგომარეობა არასტანდარტულია, მაგრამ წარმატება გელით, სწორ გზაზე დგახართ – გვარწმუნებენ ვარსკვლავები. ოდნავ შეანელეთ სამუშაოს ტემპი და შეამცირეთ მოცულობა და იყავით უფრო კრეატიულები. მიიღეთ მონაწილეობა ახალი პროექტის შემუშავებაში, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს და მომგებიანი იქნება. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. მოკლე მოგზაურობა ოჯახთან ერთად ან პიკნიკი ამ შაბათ-კვირას დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
სასიკეთო დღეები: 7, 13.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ ბევრი კარგი საქმე გააკეთოთ და სამსახურში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება უნდა გაამახვილოთ მთავარ საკითხებზე, რათა მაღალ შედეგებს მიაღწიოთ და პრაქტიკულად განახორციელოთ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ. შეიძლება დაგჭირდეთ, რომ დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ ან თქვენზე უფრო გამოცდილ ადამიანს უახლოესი გარემოცვიდან. ამასთან, მთავარია არ იჩქაროთ და დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ განსაკუთრებით ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას. შაბათ-კვირას სტუმრები გეყოლებათ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, ამ კვირაში არ უნდა დაისვენოთ სამსახურში და გადაწიოთ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში სავარაუდოა კონფლიქტური სიტუაციები. ყურადღება უნდა გაამახვილოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. საკმაო ძალა და ენერგია დაგჭირდებათ თქვენი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად. ხუთშაბათს შეიძლება არც ისე სასიამოვნო ამბები შეიტყოთ, თუნდაც ის, რომ ცდილობენ მოგატყუონ. პარასკევს შეეცადეთ ზედმეტ კონტაქტებს თავი აარიდოთ. შაბათ-კვირას სახლიდან გადით, ყველაზე კარგი იქება, თუ მეგობრებს მოინახულებთ.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 8.
განწყობის უკიდურესი ცვალებადობა, რომელიც ბევრმა თქვენგანმა შეიძლება განიცადოს ამ კვირაში, ვარსკვლავებს გავლენით არის განპირობებული. იმისათვის, რომ პრობლემები არ შეგექმნათ კოლეგებთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან, გააკონტროლეთ საკუთარი თავი და არ მისცეთ უფლება ცუდ ემოციებს, თქვენს ქცევაზე გავლენა მოახდინონ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვინც ნამდვილად გაფასებთ და უყვარხართ. არ დაანგრიოთ მათი ცხოვრება, პირიქით, შეეცადეთ მოერგოთ მათი დადებითი ემოციების ტალღას და ხალისიან, პოზიტიურ განწყობას.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 9.
გაგიჭირდებათ იმის კეთება, რაც ამ კვირაში გაქვთ დაგეგმილი, ამიტომ ჯობს დაუყოვნებლივ მოემზადოთ გარკვეული ცვლილებების შესაძლებლობისთვის. სპონტანურობა არც ისე ცუდია. არ არის გამორიცხული, რომ დიდი დროის დახარჯვა მოგიწიოთ სხვისი პრობლემების გადასაჭრელად. ეს აქტივობა დიდ ენთუზიაზმს არ გამოიწვევს, მაგრამ სასარგებლო გამოცდილებას მოგცემთ. პარასკევს შეგიძლიათ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. თქვენს საქმიანობაში ნუ შეგეშინდებათ სიახლის, რადგან ცვლილებები საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდება.
სასიკეთო დღეები: 7, 11.
არასასიკეთო დღე: 10.
ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია სამუშაოსა და სიყვარულისთვის. ენერგიული ხართ და გადაწყვეტილი გაქვთ, დაასრულოთ დაწყებული საქმე. ჩაიფიქრეთ სურვილი და თუ ის გულწრფელია, აუცილებლად ახდება. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაიხსნას, ისარგებლეთ ამ მომენტით. კვირა ხელსაყრელია ახალი კონტაქტებისთვის, საჭირო კავშირების დასამყარებლად და წარმატებული გარიგებებისთვის. ძლიერებას და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში.
სასიკეთო დღეები: 8, 13.
არასასიკეთო დღე: 7.
თქვენ თავად უნდა გააკეთოთ აქცენტები, რომლებიც ამ კვირაში გჭირდებათ. ჯობს მუშაობის ტემპი შეანელოთ ზედმეტი სამუშაოს თავიდან ასაცილებლად. ოთხშაბათს ბოროტად ნუ გამოიყენებთ თქვენს გავლენას. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ. შეეცადეთ გაუგოთ თქვენს ოპონენტებს, მოუსმინოთ მათ აზრს, იქნებ შეცვალოთ თქვენი აღქმა არსებული სიტუაციის მიმართ. არ დაგავიწყდეთ შაბათ-კვირას ხანდაზმული ნათესავების მონახულება და ბავშვებთან დროის გატარება.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
ამ კვირაში სავსებით სავარაუდოა, რომ აქტივობაში საკმაოდ მკვეთრი ცვლილება გექნებათ. ამ შემთხვევაში, სამუშაოს შეცვლა სულაც არ არის საჭირო, უბრალოდ, სხვა თემა ან თუნდაც მთელი მიმართულება გამოჩნდება. მიიღეთ კოლეგების დახმარება, ასე უფრო სწრაფად შეეგუებით. კვირის ბოლოს იგრძნობთ რიტმის უეცარ ცვლილებას. დაძაბულობის ნაცვლად სიმსუბუქე დაგეუფლებათ. შესაძლოა ფიქრობთ ახალი მანქანის შეძენაზე ან საცხოვრებელი ფართის გაფართოებაზე. შაბათ-კვირას შესაძლოა თქვენი წარსულის საიდუმლოებები გამჟღავნდეს.
სასიკეთო დღეები: 9, 11.
არასასიკეთო დღე: 12.
მიუხედავად სხვადასხვა საქმეების დიდი რაოდენობისა, კვირა მაინც არ მოგეჩვენებათ სტრესულად. შეეცადეთ მიაღწიოთ საკუთარ თავთან ჰარმონიას და სრულ სიმშვიდეს. მიზანშეწონილია გადადოთ სერიოზული გადაწყვეტილებები და გულწრფელი საუბარი. ეცადეთ იყოთ უფრო მეტად მომთმენი, ჯობია მოერიდოთ კამათს კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. ოთხშაბათს წარმატებული იქნება მოკლე მოგზაურობა. ხუთშაბათს უმჯობესია არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები. შაბათ-კვირას ნუ გაგიტაცებთ არარეალური და ზედმეტად ექსტრავაგანტული იდეები.
სასიკეთო დღეები: 7, 12.
არასასიკეთო დღე: 11.
ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ზოგიერთი თქვენგანის ცხოვრებაში თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე, ვარსკვლავების გავლენის გამო. შესაძლოა იძულებული გახდეთ, მიიღოთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამსახურთან ან ოჯახთან დაკავშირებით. ეცადეთ, დრო არ დაკარგოთ წვრილმანებზე და არ გააღიზიანოთ პარტნიორები ზედმეტი მოთხოვნებით. შაბათს ან კვირას ეწვიეთ მეგობრებს ან შეხვდით საინტერესო ადამიანებს.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 8.
თამთა გურული
კომენტარები