პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ – J2) ვიცე-ჩემპიონი გახდა. იგი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ფინალურ შეხვედრაში თურქ პარაძიუდოისტ იბრაჰიმ ბოლუკბასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
რევაზ ჩიკოიძემ საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს მერვე მედალი მოუტანა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (-90 – J2) რეპეშაჟში ბრიტანელ მოლოის იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა ფინალურ ბლოკში უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
პარიზის პარალიმპიადაზე, ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 8 მედალია (ერთი ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო). პარაძიუდოისტ ჩიკოიძის გარდა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოქროს მედალი პარამძლეოსნობაში, ბირთვის სროლაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა *მსოფლიო რეკორდით), ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ პარამსროლელი ვლადიმერ ჭინჭარაული, პარაძიუდოისტები – ზურაბ ზურაბიანი და გიორგი ქალდანი, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრები პარიზის ზაფხულის თამაშებზე 14 პარასპორტსმენით წარდგა.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: უნიკალურ შემთხვევა – ცოლ-ქმარი ქალდანები პარალიმპიადის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ – უკვე 7 მედალი საქართველოს ანგარიშზე
კომენტარები