შეუცნობელიჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც დაშორების შემდეგ შეყვარების პანიკურად ეშინიათ

დაშორება ერთ-ერთი ის ეტაპია, რომელიც ზოგჯერ გარდაუვალია წყვილის ურთიერთობაში. ცხადია, ყველას არ შეუძლია, მარტივად გაუმკლავდეს ცხოვრებაში ადამიანის დაკარგვის სტრესს და შეადგინოს ახალი გეგმები, მაგრამ ეს ემოციურად მძიმე პროცესი განსაკუთრებით დამთრგუნველად მიდის მხოლოდ ზოდიაქოს 5 ნიშანში. აი, ისინიც:

კურო

ამ მიწიერ ნიშანს უყვარს სტაბილურობა და უჭირს, მინიმალურ ცვლილებებს გაუძლოს, განსაკუთრებით, თუ ეს ცვლილებები პირად ცხოვრებას ეხება, სადაც კუროსთვის მომავლის რწმენა თითქმის ფუნდამენტურია. კუროს მტკიცედ სჯერა სიყვარულისა, ამიტომ როცა ყველაფერი მთავრდება, გონს მოსასვლელად დიდი დრო სჭირდება. მას შეიძლება წლები დასჭირდეს გონებრივი წონასწორობის აღსადგენად – პირველი დაშორების შემდეგ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს კვლავ შეყვარების შიში დიდი ხნის განმავლობაში აწუხებთ.

თხის რქა

ბევრი ადამიანი საყვედურობს მიწიერ ზოდიაქოს ნიშნებს გულგრილობისა და სამუშაოზე ზედმეტად დაკავების გამო, მაგრამ ისეც ხდება, რომ სწორედ თხის რქა მოსდევს კუროს იმ ნიშნების რეიტინგში, რომლებსაც შეყვარების ეშინიათ. დაშორების შემდეგ თხის რქები იწყებენ მეხსიერებაში შენახული ყველა მომენტის გახსენებას დასრულებული ურთიერთობიდან და ფიქრს იმაზე, თუ რა დააშავეს მათ პირადად და დააჩქარეს თუ არა შემთხვევით თავიანთი სასიყვარულო კავშირის დასრულება. თხის რქამ უნდა შეწყვიტოს თვითგვემა და არ შეეცადოს შეცვალოს ის, რის შეცვლაც უკვე შეუძლებელია.

ლომი

დაშორების შემდეგ ლომები უფრო დიდხანს ინახავენ გულში წყენას, ვიდრე სხვები. ეს ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშანი მიჩვეულია ურთიერთობებით ტკბობას და სხვა ადამიანების ყურადღების მიქცევას საკუთარი პიროვნებისადმი, მაგრამ ფსიქიკური ტკივილისგან თავის დასაღწევად მას შეიძლება ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე  წარმოიდგენდით. ლომი ბოლომდე ჩაეჭიდება ადამიანებს, არ სურს აღიაროს, რომ ვიღაცამ მიატოვა, ნეგატიური ემოციებით ცხოვრების შედეგად კი შეიძლება ახალი ურთიერთობების თითქმის პათოლოგიური შიშმა შეიპყროს.

მორიელი

მორიელებს ხშირად უწოდებენ ზოდიაქოს ყველაზე რთულ ნიშანს მათი  ჩაკეტილი ბუნებისა და გადაჭარბებული მგრძნობელობის გამო. დაშორების შემდეგ სასოწარკვეთილი მორიელი გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებს, მაგრამ შინაგანად ემოციების მთელ ქარიშხალს განიცდის, რომელიც თანდათან „ჭამს“ მას და კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როდესაც წყლის ამ ნიშანს გული უტყდება, მას ემოციებთან შეხვედრის ეშინია, რადგან იცის, რომ პრობლემაზე ფოკუსირება მხოლოდ გააუარესებს მის ისედაც დასუსტებულ ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

 მერწყული

დაბოლოს, მათ რიცხვში, ვისაც დაშორების შემდეგ ისევ შეყვარების ეშინია, შეუძლებელია არ მოხვდეს მერწყული, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვის სურვილის გამო, პრინციპში, უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. მერწყული ხშირად ემოციურად ნაკლებად განიცდის იმას, რაც ხდება და ცდილობს დაკავდეს საქმით, სწავლით ან რაიმე გატაცებით იმ იმედით, რომ ტკივილის მიყენებას გადაურჩება და ზოგჯერ ეს ნამდვილად მუშაობს. მაგრამ განშორებით შელახული სიამაყე ხშირად არ აძლევს მერწყულებს საშუალებას, მშვიდად დაუბრუნდნენ ახალი სიყვარულის ძიებას მოკლე დროში.

თამთა გურული

დაკავშირებულ თემაზე: წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომლებიც აუცილებლად დაშორდებიან

წყვილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომლებიც აუცილებლად დაშორდებიან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close