ჯანმრთელობარჩევები

ნესვი ფასდაუდებელია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის და დეპრესიისგან გასათავისუფლებლად

ნესვი (Cucumis melo) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. ამჟამად ნესვი ველური სახით, პრაქტიკულად, აღარ გვხვდება. კულტურაში უფრო გავრცელებულია ჩვეულებრივი, ანუ სუფრის ნესვი (Cucumis melo).

ნესვი ძვირფასი საკვები, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო ხილია. ის შეიცავს კაროტინოიდებს, სპილენძის აქტიურ ნაერთებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოქროსაც კი, რომელიც ადვილად გადადის ორგანიზმში. განსაკუთრებით სასარგებლოა მრგვალი და ტკბილი ჯიშის ნესვები. ისინი ასუფთავებენ თირკმელებს, შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოაქვთ წიდები და მარილები.

გარდა ამისა, ნესვის ქერქის შუბლზე ხშირი დადება ორ-სამ დღეში გაციებას კურნავს. ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში ნესვის ქერქის 2-3 წვეთსაც იწვეთებენ ცხვირში. ქერქებითვე შეიძლება გაკეთდეს კომპრესები მკერდისა და ყელის არეში, ისინი ხელს უწყობენ ანგინისა და ბრონქების მკურნალობას.

ნესვის რბილობისა და თესლის წვენი კი ძალიან კარგია ასთმის შემთხვევაში. მისი რეგულარული მიღების დროს ასთმურ შეტევებს შორის ხანგრძლივობა საგრძნობლად იზრდება და შეიძლება ერთ წელსაც მიაღწიოს. წაგრძელებული ჯიშის ნესვის წვენის რეგულარული მიღება კი ჩირქოვანი გამონადენისგან გვათავისუფლებს ჰაიმორიტების, ფრონტიტების, ბრონქოექტაზიების დროს. ნესვის წვენის და ოხრახუშის ნარევის მიღება კი ხელს უწყობს თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული ქვების დაშლა-გამოყოფას.

ნესვის თესლებისგან დამზადებული ზეთი იხმარება შარდსადინარი გზების წყლულების სამკურნალოდ. იგივე ზეთი შეიძლება კოსმეტიკაშიც გამოიყენება, შედეგად კანი ნაზი და მბზინავი გახდება.

ზემოჩამოთვლილის გარდა, ნესვი დადებითად მოქმედებს სისხლის და ლიმფის შემადგენლობაზე და აცილებს მას არასასურველ წიდებს.

ნესვის შემადგენლობაშია ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ფტორი, ფოსფორი, ნატრიუმი, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, შაქარი, დაახლოებით 90-95% – წყალი.

ნესვი ფასდაუდებელია ყველასთვის, ვისაც მეხსიერების გაუმჯობესება და დეპრესიისგან გათავისუფლება სურს, რადგან მის შემადგენლობაში შედის ვიტამინი В9, ანუ ფოლიუმის მჟავა.

ნესვი ორგანიზმიდან ოფლისა და წიდების გამოყოფას აჩქარებს. თავის ტკივილი აუცილებლად გაგივლით, თუ  დღეში 200 გრამ ნესვს მაინც მირთმევთ. შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში.

საერთოდ, ნესვის რეგულარული მიღება ორგანიზმის პროფილაქტიკისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა მას უკუჩვენებებიც აქვს, რომლებიც მხედველობაში უნდა მიიღოთ..

უკუჩვენებები

გაითვალისწინეთ, რომ ნესვის 100-გრამიანი ნაჭერი დაახლოებით ერთ ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს, ამიტომ სიფრთხილით უნდა მიირთვან დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა.

ექიმების რჩევაა, რომ ნესვი მიირთვათ საჭმლის მიღებიდან არაუადრეს 15 წუთის შემდეგ, რათა სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მომატება ავიცილოთ თავიდან.

ნესვის მიღება დაუშვებელია პანკრეატიტის დროს, დაავადების გამწვავების ფაზაში. ქრონიკული ფორმის შემთხვევაში კი დასაშვებია მხოლოდ 100 გრამი დღეში, რაც ერთი პატარა ნაჭერი.

ნესვის მონოდიეტას, რომელიც პოპულარულია გასახდომად, კარგი ექიმი არასდროს მიესალმება, რადგან ნესვში ცილები მცირე რაოდენობითაა და დღის განმავლობაში მხოლოდ ნესვის ჭამის შემთხვევაში ადამიანი ნახშირწყლების დიდ რაოდენობას იღებს, კუნთოვან მასას კარგავს, ცხიმები კი ისევ რჩება. დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მთავარია სწორი ბალანსი კვების დროს.

ნესვში ბევრი უჯრედისია, ამიტომ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ის ბავშვებს არ მივცეთ 2 წლის ასაკამდე.

თამარ ქავჟარაძე

ასევე, დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ნიშნები – ვინ რომელ საკვებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close