ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები – ვინ რომელ საკვებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა

ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენლებმა, თუ სურთ, რომ წონაში მარტივად და უმტკივნეულოდ დაიკლონ.

 წყლის ნიშნებისთვის (თევზები, მორიელი, კირჩხიბი) საუკეთესოა საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს. კალიუმი ხელს უწყობს ქსოვილიდან წყლის გამოდევნას და ამცირებს ალერგიის ალბათობას. ზოდიაქოს ამ ნიშნებმა უნდა მიირთვან მარწყვი, ნესვი, ბანანი, ნუში, კარტოფილი, კერძების მოსამზადებლად კი გამოიყენონ მცენარეული ზეთი.

ჰაერის ნიშნებმა (მერწყული, სასწორი, ტყუპი) უნდა მიიღონ საკვები, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის გააქტიურებას, რადგან ზოდიაქოს ეს ნიშნები გამოირჩევიან ინტელექტის მაღალი დონით, მაგრამ ახასიათებთ ნერვული სისტემის სისუსტე. მნიშვნელოვანია, რომ მათი რაციონი შედგებოდეს ზღვის პროდუქტებისგან, ხორცისგან, სალათისა და ხილისგან.

ცეცხლის ნიშნებმა (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) უპირატესობა ისეთ საკვებს უნდა მიანიჭონ, რომელიც სისხლძარღვებს წმენდს და ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას. შეიტანეთ რაციონში E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები: ორაგული, ინდაურის ხორცი, ხორბალი, სოკო და ა .შ.

მიწის ნიშნებს (კურო, თხის რქა, ქალწული) ყველაზე ფართო არჩევანი აქვთ – ყველაფერი შეუძლიათ მიირთვან, უპირატესობა კი კალციუმითა და პროტეინით მდიდარ საკვებს უნდა მიანიჭონ. ასეთ საკვებს მიეკუთვნება ხორცი, ყველი, რძე, მცენარეული ზეთი, ბრინჯი და წიწიბურა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close